Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 18 ოქტომბერი

© Pixabay / photo: Pixabay / fernandozhiminaicelaტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 614.855 ადამიანი. ჩატარებულია 1.914.269 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.260 ადამიანი.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 664.813-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 614.855 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.374), გარდაიცვალა – 9.510 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.562 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 970 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.385 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.522, PCR–ტესტით – 9.863.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 9,07%.
სულ ჩატარებულია 1.914.269 აცრა, ერთ დღეში აცრილია 2.260 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0