„დღევანდელი საღამო არ დამთავრდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა“ – ბასილაშვილს საცოლე ამხნევებს

© Sputnik / Levan Avlabreliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე სოციალურ ქსელში რომანტიკულ ტექსტს აქვეყნებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს მოუგო და კარიერაში პირველად ფინალში გავიდა. ფინალში ბასილაშვილი დაუპირისპირდა ბრიტანელ კემერონ ნორის, რომელმაც, თავის მხრივ, ორ სეტში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს მოუგო.
 
ბასილაშვილი და ნორი მანამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – როტერდამში ჰარდის კორტებზე. ბრიტანელმა მაშინ ბასილაშვილი ორ სეტში დაამარცხა – 6:0, 6:3. ინდიან უელსის მასტერსის ფინალში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი კამერონ ნორისთან სამ სეტში 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილის საცოლემ, გერმანელმა ჩოგბურთელმა შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ბასილაშვილის ფოტო და გულის ამაჩუყებელი ტექსტი გამოაქვეყნა.

„ამაყი ვარ მეტი რომ არ შეიძლება ისე, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საღამო არ დამთავრდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. შეგიძლია იამაყო შენი თავით. შენ გააკეთე საოცარი საქმე. დიდ პატივს გცემ, რადგან ყოველთვის პოზიტიურად ხარ განწყობილი, ყოველთვის გჯერა, არასოდეს ნებდები და არასდროს წყვეტ ბრძოლას. კრიტიკა ვერ გაშინებს. ყოველდღე მუშაობ უფრო და უფრო თავდაუზოგავად. ყოველთვის ღიმილს გვრი შენს ირგვლივ მყოფებს, შენს საყვარელ ხალხზე ზრუნავ და საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს აყენებ. შენ ხარ მტკიცებულება, რომ დიდი შრომა შედეგს ყოველთვის გამოიღებს. მხოლოდ ვინც გიცნობს, მან იცის, როგორი განსაკუთრებული ხარ და რა საოცარი სულის პატრონი. მე შენ მიყვარხარ“, – დაწერა შარლოტა ჰელენმა.

წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და მის ყო­ფილ მე­უღ­ლე ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. წყვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მა­ი­სის შემ­დეგ რამ­დე­ნ­ჯერმე გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი.
მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­და, მე­დია წერ­და, რომ დო­რო­ყაშ­ვილ­მა ყო­ფილ ქმარს მას შემ­დეგ უჩივ­ლა, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა.
შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნი ჩოგ­ბურ­თელ­მა პირ­ვე­ლად სამ­შობ­ლო­ში პან­დე­მი­ი­სას ჩა­მო­იყ­ვა­ნა. სპორ­ტსმე­ნი ქალი თვე­ე­ბია უკვე აქ­ტი­უ­რად ჩანს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. პე­რი­ო­დუ­ლად „ინ­სტაგ­რამ­ზე“ „სთორებში“ საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის თა­მა­შე­ბი­დან მოკ­ლე ვი­დე­ო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს.
ყველა ახალი ამბავი
0