„მისტერ და მისის კოდუა“ - ალექსანდრა პაიჭაძემ საყვარელი კაცი გამოაჩინა - ფოტოები

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ რამდენიმე წუთის წინ საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები დადო და „მისტერ და მისის კოდუა“ დააწერა. უცნობია, პაიჭაძემ და ცნობილმა ბიზნესმენმა უკვე იქორწინეს თუ არა თუმცა უკვე ცხადი გახდა, ვისგან აჩენს შვილს მოდელი.
პაიჭაძე ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა, თუმცა ხშირად აღნიშნავდა, რომ შვილის მამის ვინაობას აუცილებლად გაამჟანებდა „თავის დროზე“. რამდენიმე კვირაში მოდელი გოგონას დედა გახდება.
დავით კოდუა ცნობილი ბიზნესმენის ლაურა ღაჭავას შვილია. მის ძმას ერეკლე კოდუას საზოგადოება კარგად იცნობს. ის შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) ყოფილმა დირექტორი და ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი მეუღლეა.
ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა როდესაც მოულოდნელად ოჯახური ძალადობის მუხლით დააკავეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებდა, კოდუამ შვილზე და მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. კოდუა მაისში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ბიზნესმენი ამბობდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი მისი უადგილო ეჭვიანობა გახდა.
პირველად ალექსანდრამ გადაცემა „სთორიში“ გაამხილა, რომ 20 წლით უფროს მამაკაცზე იყო შეყვარებული.
„მომ­ხიბ­ლა თა­ვი­სი ბო­ბო­ქა­რი ენერ­გე­ტი­კით, ადა­მი­ა­ნი ჭა­ობ­შია, მაგ­რამ იქი­და­ნაც ცდი­ლობს, რომ რა­ღაც აკე­თოს. პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ფი­ნან­სუ­რი მათ შო­რის. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩემ­თვის არის შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, ენერ­გე­ტი­კა აქვს მომ­ნუს­ხვე­ლი. ეს ტი­პა­ჟი ძა­ლი­ან ჩე­მია. მე რამ­დე­ნა­დაც და­ვა­მუ­შა­ვე ეს რა­ღა­ცე­ე­ბი ჩემ­ში, ზუს­ტად მსგავ ტალ­ღა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა“, - ამბობდა ალექსანდრა.
მოდელი ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემის „ქალების“ თანაწამყვანიც გახდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ჰყავს, რომელსაც საზოგადოება მისი სოციალური ქსელიდან იცნობს.
ყველა ახალი ამბავი
0