https://sputnik-georgia.com/20211017/zestafonis-ferosenadnobta-qarxanasi-65-wlis-musa-dairupa-260621015.html
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 65 წლის მუშა დაიღუპა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 65 წლის მუშა დაიღუპა
Sputnik საქართველო
ქარხანაში მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამ, ორშაბათიდან სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას. 17.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-17T12:54+0400
2021-10-17T12:54+0400
2021-10-17T12:54+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22779/94/227799465_0:155:3091:1894_1920x0_80_0_0_e4fc14915710e4c98956f7addd742086.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, პარასკევს, 15 ოქტომბერს, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.კომპანიის ცნობით, სარემონტო სამშენებლო საამქროს მე-5 თანრიგის მემონტაჟე, 65 წლის ა. გ. თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა. დაშავებული მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.შრომის ინსპექციის სამსახური საწარმოში მოკვლევას ატარებს, ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას.მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რადგან მის ინტერესშია „ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“.„ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, ამიტომაც 2018 წლის მარტში პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც გაწერილია შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტები. მოგვიანებით კანონის სრულყოფა მოხდა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა.
https://sputnik-georgia.com/20210909/lilosi-mseneblobaze-musa-dairupa-259477744.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22779/94/227799465_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_a661f9c7a84e8b07e7d4f2eacf33529c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 65 წლის მუშა დაიღუპა
ქარხანაში მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამ, ორშაბათიდან სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, პარასკევს, 15 ოქტომბერს, სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისას კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“
განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, სარემონტო სამშენებლო საამქროს მე-5 თანრიგის მემონტაჟე, 65 წლის ა. გ. თბომაგისტრალის დემონტაჟის დროს დაშავდა. დაშავებული მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შრომის ინსპექციის სამსახური საწარმოში მოკვლევას ატარებს, ორშაბათიდან კი სპეციალური კომისია დაიწყებს მუშაობას.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რადგან მის ინტერესშია „ყველა კითხვას დროულად გაეცეს პასუხი“.
„ჯორჯიან მანგანეზი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. სიკვდილიანობისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, ამიტომაც 2018 წლის მარტში პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელშიც გაწერილია შრომის უსაფრთხოებისა და კონტროლის სისტემის სტანდარტები. მოგვიანებით კანონის სრულყოფა მოხდა, შრომის ინსპექციის მანდატი კი გაფართოვდა.