საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება

© Sputnik / Alex Shlamovვეტერანების ჯილდოები
ვეტერანების ჯილდოები - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში ვეტერანის სტატუსი აქვს მინიჭებული 66.479 ადამიანს - ისინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებია, ასევე გვიანი პერიოდების კონფლიქტების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები არიან
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 17 ოქტომბერს ვეტერანების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ, იუწყება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
თბილისში გაიმართება ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ღონისძიება გმირთა მოედანზე, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი მდებარეობს.
შაბათს ვეტერანებს დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან ვეტერანებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თავიანთი თავდადებისა და გმირობისთვის მათ სანაცვლო პატივი არ ღირსებიათ, მაგრამ ვეტერანებს არ არც არაფერი არ მოუთხოვიათ.
ავღანეთის ომის ვეტერანების შეხვედრა ილია მეორესთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
„მათ არაფერი მოუთხოვიათ“: ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
2021 წლის 13 ოქტომბრის მონაცემებით, რომლებსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 66.479 ადამიანს შეადგენს. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის 220 ვეტერანია, 2.702 ადამიანი - სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია, 30.879 ადამიანი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანია (აქედან 19.880 - 2008 წლის ომის ვეტერანია), 1.025 - თავდაცვის ძალების ვეტერანია.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0