საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringerღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი და იწვიმებს. 19 და 20 ოქტომბერს ჰაერი 16-18 გრადუსამდე გათბება
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში აცივდება, მოსალოდნელია წვიმები ელჭექით, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
დღეს თბილისში უღრუბლო ამინდია იქნება, მაგრამ უკვე 18 ოქტომბრიდან წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0