https://sputnik-georgia.com/20211017/saqartvelos-slovaketis-sagareo-da-evropul-saqmeta-ministri-ewveva-260620645.html
საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
Sputnik საქართველო
სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ესტუმრება სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. 17.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-17T13:03+0400
2021-10-17T13:03+0400
2021-10-17T13:03+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სლოვაკეთი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/81/231898101_50:0:910:484_1920x0_80_0_0_eca765979ccf9c1503c5b95b4453e56d.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.უწყების ცნობით, სლოვაკ მინისტრთან ერთად საქართველოს სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
https://sputnik-georgia.com/20190331/Zurabishvili-wished-success-to-the-elected-president-of-Slovakia-244818510.html
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/81/231898101_157:0:802:484_1920x0_80_0_0_69ca4494dca9a4ae41ac4c7c65dad07d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სლოვაკეთი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, სლოვაკეთი , პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ესტუმრება სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 17-18 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა, იუწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.
უწყების ცნობით, სლოვაკ მინისტრთან ერთად საქართველოს სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ივან კორჩოკი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.