მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰაიტიზე აშშ-დან ჩასული 17 ქრისტიანი მისიონერი და მათი ოჯახის წევრი გაიტაცეს

© AFP 2024 / Chandan Khannaჰაიტი. პორტ-ო-პრენსი
ჰაიტი. პორტ-ო-პრენსი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
გატაცება იმ დროს მოხდა, როდესაც მისიონერებმა ბავშვთა სახლი დატოვეს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში სულ მცირე 17 ამერიკელი ქრისტიანი მისიონერი და მათი ოჯახის წევრი გაიტაცეს, იუწყება გაზეთი New York Times ჰაიტის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის უკან გარკვეული „ბანდა“ დგას. აღინიშნა, რომ გატაცება იმ დროს მოხდა, როდესაც მისიონერებმა ბავშვთა სახლი დატოვეს.
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – ვიდეო
მომხდარის დეტალები უცნობია, მაგრამ, გაზეთის თანახმად, მისიონერები გაიტაცეს ავტობუსიდან, რომელიც მიემართებოდა აეროპორტში, სადაც ჯგუფის რამდენიმე წევრი უნდა ჩასულიყო.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ჰაიტი უკვე წლებია „პოლიტიკური რყევების მდგომარეობაშია“ და ქვეყანაში როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ადამიანების გატაცება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ამერიკელების ამხელა ჯგუფის გატაცებამ ჩინოვნიკები შოკში ჩააგდო, აღნიშნავს გაზეთი.
ყველა ახალი ამბავი
0