Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ბიძინა კულუმბეგოვი Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილებს ე.წ. ბუსტერის გაკეთებას არ ურჩევს

© Facebook / Bidzina Kulumbegov ბიძინა კულუმბეგოვი
ბიძინა კულუმბეგოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინური წარმოების პრეპარატებით ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვს თვეში მესამე დოზით აცრის საჭიროება ჯერ არ დაუდასტურებია.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილებს სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ სჭირდებათ, მიაჩნია იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს.
„სინოფარმი/სინოვაკით“ აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის „ფაიზერით“ ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა. დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას“, - დაწერა კულუმბეგოვმა თავის Facebook-გვერდზე.
ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო აღნიშნულ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, საქართველოშიც ავტომატურად მოხდება მათი გამოყენება.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ბუსტერ-დოზის გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით მოხდება,
ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრას 50 წლის ასაკს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები მეორე აცრიდან ექვს თვეში შეძლებენ, Pfizer-ის მესამე დოზით აცრა შეეძლებათ ასევე იმ ადამიანებს, რომელებსაც ეს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ სჭირდებათ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია იწყება – ვინ შეძლებს მესამე აცრის გაკეთებას
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.
რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციას საქართველოში, მისი ტემპი ძალიან შენელებულია. 17 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.911.877 აცრა. თუნდაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.010.739 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 900.916 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 31,5%. 16 ოქტომბერს აიცრა 4.681 ადამიანი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ მეხუთე ტალღა უკვე მოახლოებულია და ქვეყანა მას ძალიან მაღალი ნიშნულიდან ხვდება - ბოლო 24 საათში 4.581 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემიის ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დაკარგავს, მიაჩნია ბიძინა კულუმბეგოვს.
ყველა ახალი ამბავი
0