ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnikთხილის წარმოება
თხილის წარმოება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ზუგდიდში შექმნილ თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში 50 ადამიანია დასაქმებული. ქარხანაში წარმოებული პროდუქცია აზიის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გადის.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. კომპანია NUTSGE-ს ინვესტიციით ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შეიქმნა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კომპანიამ NUTSGE თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათას ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600 ათას ლარზე მეტი - შეღავათიანი აგროკრედიტია.
საწარმოში, სადაც 2.000 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებაა შესაძლებელი, 50 ადამიანია დასაქმებული. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აზიის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ხორციელდება.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
ქართული თხილი მსოფლიოში წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება
ადგილზე იმყოფებოდა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, რომელიც თხილის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.
„სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში, მათ შორის, კომპანიის NUTSGE, იწარმოება მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ხორციელდება“, – განაცხადა ილია თამარაშვილმა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში თხილის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაცემულია 24,5 მლნ ლარის ღირებულების 150 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი 6,5 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0