https://sputnik-georgia.com/20211016/ragbi-qartulma-savma-lomma-evropis-supertasze-pirveli-gamarjveba-izeima-260615959.html
რაგბი: ქართულმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა
რაგბი: ქართულმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა
Sputnik საქართველო
„შავი ლომი“ მომდევნო მატჩს ტურნირის ფარგლებში 23 ოქტომბერს სტუმრად „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს 16.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-16T22:28+0400
2021-10-16T22:28+0400
2021-10-16T22:28+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260614952_0:73:1440:883_1920x0_80_0_0_74f379b5d93f2a921ba82e6b9b120e1f.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ქართული რაგბის ისტორიაში პირველმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მოგებით დაიწყო.საშინაო მატჩში, რომელიც თბილისში „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა, „შავმა ლომმა“ დამაჯერებლად მოუგო „თელ-ავივ ჰიტს“ ანგარიშით 33:10.ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლით ზონაში ოთხი წარმატებული ლელო დაამიწეს, შეასრულეს ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანეს. მატჩის გმირი გახდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის ანგარიშზეა სამი წარმატებული ლელო. კიდევ ერთი ლელოს ავტორი შალვა მამუკაშვილი გახდა.გარდა ამისა, ბონუს ქულის მოპოვების შედეგად „შავი ლომი“ აღმოსავლეთის კონფერენციის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. კვარტეტის ლიდერია რუსეთის „ენისეი-СТМ", რომელმაც ორი სასტარტო მატჩი მოიგო. „თელ-ავივ ჰიტი“ მესამე ადგილზეა, ხოლო მეოთხეზე - რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, „ლოკომოტივ-პენზა“.„შავი ლომის“ თავკაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელმაც მძიმედ გადაიტანა კორონავირუსი და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. სწორედ მას მიუძღვნეს მორაგბეებმა თავისი პირველი გამარჯვება ტურნირზე.„შავი ლომი“ მომდევნო მატჩს ტურნირის ფარგლებში 23 ოქტომბერს სტუმრად „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.ევროპის სუპერთასი - ახალი ტურნირია, რომლის ორგანიზატორია Rugby Europe. შეჯიბრებაში მონაწილეობს ორ ჯგუფად (აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენცია) დაყოფილი რვა გუნდი. ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.ნახევარფინალები მომდევნო წლის აპრილში გაიმართება, ფინალი - მაისში. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი მატჩი შედგება იმ გუნდის მოედანზე, რომელიც ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო მაჩვენებლებით დაასრულებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260614952_262:77:1440:960_1920x0_80_0_0_d26848555b516a93c565c26f046b02e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
რაგბი: ქართულმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე პირველი გამარჯვება იზეიმა
„შავი ლომი“ მომდევნო მატჩს ტურნირის ფარგლებში 23 ოქტომბერს სტუმრად „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ქართული რაგბის ისტორიაში პირველმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მოგებით დაიწყო.
საშინაო მატჩში, რომელიც თბილისში „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა, „შავმა ლომმა“ დამაჯერებლად მოუგო „თელ-ავივ ჰიტს“ ანგარიშით 33:10.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლით ზონაში ოთხი წარმატებული ლელო დაამიწეს, შეასრულეს ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანეს. მატჩის გმირი გახდა აკაკი ტაბუცაძე, რომლის ანგარიშზეა სამი წარმატებული ლელო. კიდევ ერთი ლელოს ავტორი შალვა მამუკაშვილი გახდა.
გარდა ამისა, ბონუს ქულის მოპოვების შედეგად „შავი ლომი“ აღმოსავლეთის კონფერენციის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. კვარტეტის ლიდერია რუსეთის „ენისეი-СТМ", რომელმაც ორი სასტარტო მატჩი მოიგო. „თელ-ავივ ჰიტი“ მესამე ადგილზეა, ხოლო მეოთხეზე - რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, „ლოკომოტივ-პენზა“.
„შავი ლომის“ თავკაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელმაც მძიმედ გადაიტანა კორონავირუსი და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. სწორედ მას მიუძღვნეს მორაგბეებმა თავისი პირველი გამარჯვება ტურნირზე.
„შავი ლომი“ მომდევნო მატჩს ტურნირის ფარგლებში 23 ოქტომბერს სტუმრად „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.
ევროპის სუპერთასი - ახალი ტურნირია, რომლის ორგანიზატორია Rugby Europe. შეჯიბრებაში მონაწილეობს ორ ჯგუფად (აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენცია) დაყოფილი რვა გუნდი. ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
ნახევარფინალები მომდევნო წლის აპრილში გაიმართება, ფინალი - მაისში. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი მატჩი შედგება იმ გუნდის მოედანზე, რომელიც ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო მაჩვენებლებით დაასრულებს.