https://sputnik-georgia.com/20211016/liza-iasko-saakasvils-hospitalizacia-esawiroeba-260615419.html
ლიზა იასკო: სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება
ლიზა იასკო: სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება
Sputnik საქართველო
უახლოეს დღეებში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იქნება, მიიჩნევს მისი შეყვარებული 16.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-16T21:56+0400
2021-10-16T21:56+0400
2021-10-16T21:56+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260274103_0:291:1000:854_1920x0_80_0_0_fd31280d7adf52542b4111e31dba8810.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა და მისმა შეყვარებულმა ელიზავეტა იასკომ.„მისი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია, რადგან ადამიანი უკვე მესამე კვირაა შიმშილობს. ის უარს აცხდებს შიმშილობის შეწყვეტაზე... უკრაინის მოქალაქის უკრაინაში დაბრუნების თემა ძალიან აქტუალურია, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე. მაგრამ ამავე დროს ეს არის საკითხი, რომლზეც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უახლოეს დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან კრიტიკული გახდება და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან სუსტია. მე მიმაჩნია, რომ ჰოსპიტალიზაცია უკვე ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს“, - განაცხადა იასკომ უკრაინული ტელეარხ Украина 24-ის ეთერში.სააკაშვილი იმყოფება რუსთავის ციხეში, სადაც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღე გრძელდება.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211016/endokrinologi-simsilobis-sedegebze-saakasvili-wvensa-dataflze-didxans-ver-gazlebs-260612888.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/06/260274103_0:287:1000:1037_1920x0_80_0_0_e9abad4afd7cc7e386bfe5fe6338c62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ლიზა იასკო: სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება
უახლოეს დღეებში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იქნება, მიიჩნევს მისი შეყვარებული
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა და მისმა შეყვარებულმა ელიზავეტა იასკომ.
„მისი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ცუდია, რადგან ადამიანი უკვე მესამე კვირაა შიმშილობს. ის უარს აცხდებს შიმშილობის შეწყვეტაზე... უკრაინის მოქალაქის უკრაინაში დაბრუნების თემა ძალიან აქტუალურია, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე. მაგრამ ამავე დროს ეს არის საკითხი, რომლზეც ასევე ძალიან აქტიურად მუშაობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უახლოეს დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან კრიტიკული გახდება და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან სუსტია. მე მიმაჩნია, რომ ჰოსპიტალიზაცია უკვე ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს“, - განაცხადა იასკომ უკრაინული ტელეარხ
Украина 24-ის ეთერში.
სააკაშვილი იმყოფება რუსთავის ციხეში, სადაც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღე გრძელდება.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.