https://sputnik-georgia.com/20211016/jalati-cixesi-saakasvilis-mowinaarmdegeebi-rustavis-cixestan-seikribnen-260609153.html
„ჯალათი ციხეში“ - სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
„ჯალათი ციხეში“ - სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები იხსენებენ, როგორ დაზარალდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და აღნიშნავენ, რომ მას ურჩევნია ციხეში იჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავის... 16.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-16T15:27+0400
2021-10-16T15:27+0400
2021-10-16T15:27+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260608754_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_f7c9f31f5e7ef5df8c79f1035e1db8c5.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს იხდის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - აქციის მონაწილეებმა ის დაადანაშაულეს რეპრესიებში მისი მმართველობის პერიოდში.„აქ მყოფი საზოგადოება მოიყვანა არა რომელიმე კონკრეტულმა სახელმა და გვარმა, არამედ იმ ცრემლმა და სისხლმა, რომელიც ამ მტარვალმა დაღვარა. პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს, უნდა ძრწოდეს შიშით. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი. მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით“, - მიმართა სააკაშვილს პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ.ციხესთან ისმის წამოძახილები - „მკვლელო“, „მწამებელო“. სცენაზე, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ, განთავსებულია ბანერი წარწერით „ჯალათი ციხეში“. აქციაზე გაჟღერდა უვადო პატიმრობის მოთხოვნა სააკაშვილისთვის.სააკაშვილი იმყოფება რუსთავის ციხეში, სადაც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღე გრძელდება.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260608754_149:111:1280:960_1920x0_80_0_0_679008d3c0d933a8c8029dffcea381d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„ჯალათი ციხეში“ - სააკაშვილის მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ
აქციის მონაწილეები იხსენებენ, როგორ დაზარალდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და აღნიშნავენ, რომ მას ურჩევნია ციხეში იჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავის ახლობლებზე შურს იძიებენ
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს იხდის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - აქციის მონაწილეებმა ის დაადანაშაულეს რეპრესიებში მისი მმართველობის პერიოდში.
„აქ მყოფი საზოგადოება მოიყვანა არა რომელიმე კონკრეტულმა სახელმა და გვარმა, არამედ იმ ცრემლმა და სისხლმა, რომელიც ამ მტარვალმა დაღვარა. პოლიტპატიმრად გამოცხადებას კი არ უნდა ელოდებოდეს, უნდა ძრწოდეს შიშით. დღეს აქ ვართ 4-5 ათასი ადამიანი. მთელი საქართველო აქ მოვალთ. ილოცოს, რომ საკანი კარგად იყოს ჩაკეტილი. მიშა, მოვედით“, - მიმართა სააკაშვილს პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ.
ციხესთან ისმის წამოძახილები - „მკვლელო“, „მწამებელო“. სცენაზე, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ, განთავსებულია ბანერი წარწერით „ჯალათი ციხეში“. აქციაზე გაჟღერდა უვადო პატიმრობის მოთხოვნა სააკაშვილისთვის.
„პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება“, - განაცხადა ია მეტრეველმა, ბუტა რობაქიძის დედამ, რომელიც 2004 წელს პოლიციური სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
სააკაშვილი იმყოფება რუსთავის ციხეში, სადაც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღე გრძელდება.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.