ფარცხისი-მანგლისის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიტესტ-დრაივი
ტესტ-დრაივი - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
ფარცხისი-მანგლისის გზაზე საავტომობილო სპორტის ფედერაცია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს ატარებს
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის ორბეთის (27-ე კმ) საავტომობილო გზის 2-8-ე კმ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 17 ოქტომბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0