https://sputnik-georgia.com/20211016/dres-adgilobrivi-arcevnebis-saboloo-sedegebi-sejamdeba-260608441.html
დღეს ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება
დღეს ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება
Sputnik საქართველო
დღეს ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად ჩატარდება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 16.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-16T14:43+0400
2021-10-16T14:43+0400
2021-10-16T14:43+0400
არჩევნები 2021
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123810_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_1dbb0729377dadf66ccea4207ff2df9f.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.საქართველოს კანონმდებლობით, 63 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებს აჯამებენ საოლქო კომისიები, თბილისში - ცესკო. ამასთან, დღესვე ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად გაიმართება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური.როგორც პრესსპიკერმა განმარტა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა.საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან სულ 1702 საჩივარი შევიდა.ამასთან 852 საჩივარი ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123810_103:255:901:854_1920x0_80_0_0_f5cdf11aa0da820db5a3a9914f39d5d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
დღეს ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება
დღეს ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად ჩატარდება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა
ბრიფინგზე განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
საქართველოს კანონმდებლობით, 63 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებს აჯამებენ საოლქო კომისიები, თბილისში - ცესკო. ამასთან, დღესვე ცესკო საბოლოოდ განსაზღვრავს, სად გაიმართება 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური.
როგორც პრესსპიკერმა განმარტა, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა ყველა ინსტანციაში დასრულდა.
„მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ხელი შეუწყონ ამ პროცესის კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში წარმართვას“, - განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან სულ 1702 საჩივარი შევიდა.
ამასთან 852 საჩივარი ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.