მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის

© photo: Sputnik / Murad Orujovმეხანძრეები ბაქოში
მეხანძრეები ბაქოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
სავაჭრო ფართების მფლობელები თავისი საქონლის გადარჩენას ცდილობენ, სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 30 პავილიონია
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ბაქოს ცენტრში შაბათ დილით სავაჭრო ცენტრ Metro City-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლი 300 კვადრატულ მეტრ ფართობს უკიდია. ხანძარს ებრძვის 21 სახანძრო მანქანა და 105 მეხანძრე.
„აქ არის ტელეფონების, ქსოვილების და სხვა საქონლის მაღაზიები. მეზობელი საცხოვრებელი სახლები ხანძრისგან სრულად არის დაცული. ცეცხლი ლოკალიზებულია როგორც შიგნიდან, ისე გარედან. მომხდარის მიზეზები დგინდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ინციდენტთან დაკავშირებით მეზობელ ქუჩებზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა, სამგზავრო ავტობუსების მარშრუტები შეიცვალა. დაკეტილია მეტროს სადგური „ნარიმან ნარიმანოვი“.
სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი გვერდით მდებარე რამდენიმე ობიექტზე გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0