Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნების შედეგები შეჯამებულია: რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2021
გამოწერა
30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამეს, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა. საქართველოს კანონმდებლობით, 63 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგები შეაჯამეს საოლქო კომისიებმა, თბილისში - ცესკომ.
იოსელიანის თქმით, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:
„ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„ლელო“
„ევროპელი სოციალისტები“
„გახარია-საქართველოსთვის“
„თავისუფალი საქართველო“
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
„ზურაბ - გირჩი ჯაფარიძე“
„გირჩი - მეტი თავისუფლება“
ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.
რაც შეეხება მერის არჩევნებს, მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„გახარია-საქართველოსთვის“
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.
დღესვე, 16 ოქტომბერს, 20:00 საათზე ცესკოში გაიმართება სხდომა, რომელზეც დამტკიცდება განკარგულება 30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების ოფიციალური დანიშვნის შესახებ.
ოპოზიციამ თავისი კანდიდატების გაყვანა მეორე ტურში მოახერხა 20 მუნიციპალიტეტსა და ყველაზე დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში.
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
არჩევნები 2021
საქართველოს ახალი პოლიტიკური რუკა: რა აჩვენა არჩევნებმა
ამასთან, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატებმა პირველ ტურში კონკურენტები „ოცნებიდან“ უკან ჩამოიტოვეს ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. დანარჩენ 15 ქალაქში ოპოზიციონერებს მეტ-ნაკლები უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატები უსწრებენ.
საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცედურასთან და თავად კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით პარტიებისა და დამკვირვებლებისგან სულ 1702 საჩივარი შევიდა.
ამასთან 852 საჩივარი ეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობა/გადათვლის მოთხოვნას, ხოლო დანარჩენი - უმეტესწილად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და პროცედურულ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნას.
ყველა ახალი ამბავი
0