ჭკვიანებისა და სულელების განმასხვავებელი ჩვევები: მოკლე დახასიათება ფსიქოლოგებისგან

© Pixabay / geraltახალგაზრდა ქალი - ნეგატივი
ახალგაზრდა ქალი - ნეგატივი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
გაგაცნობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ „შედარებით დახასიათებას“, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, როგორი ხართ თავად და როგორ ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არსებობს ჩვევები, რომლებიც ერთმანეთისგან განასხვავებს ჭკვიანებსა და სულელებს.
თურმე ადამიანი შესაძლოა უბრალოდ გეჩვენებოდეთ (ან თავს გაჩვენებდეთ) მოაზროვნედ, რეალურად კი უმეცარი იყოს.

იმისათვის, რომ ერთი მეორისგან მარტივად გამიჯნოთ, გაგაცნობთ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ „შედარებით დახასიათებას“, რომელიც, იმედია, დიდად გამოგადგებათ მეგობრის, პარტნიორისა თუ თანამგზავრის შერჩევისას.
ჭკვიანი ადამიანი მანამ არ აკეთებს დასკვნასა თუ შეფასებას, სანამ ყველა დეტალსა და ვითარებას კარგად არ გააანალიზებს. ის იშვიათად აკრიტიკებს და გმობს ვინმეს. სულელი იოლად აძლევს შეფასებას ადამიანებსაც და მოვლენებსაც, ისე, რომ არც კი ცდილობს არსში ჩაწვდომას. ამასთან დარწმუნებულია, რომ ის ბევრად უკეთესია იმაზე, ვისაც აკრიტიკებს.
ჭკვიანი არ ცდილობს იყოს ყოველთვის მართალი, მისი უმთავრესი მიზანია, იპოვოს ჭეშმარიტება. მშვენივრად ესმის, რომ შეიძლება ცდებოდეს. სულელი ამტკიცებს, რომ ყველაფერში მართალია და არასდროს აღიარებს შეცდომას.
ჭკვიანი ადამიანი, როგორც ამას კვლევები ადასტურებს, ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე დაბალი IQ-ს მქონე. მისი წყობილებიდან გამოყვანა არც „საცობებს“ შეუძლია და არც თვითმფრინავის რეისის გადადებას. სულელი კი... მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ დაბალ ინტელექტსა და აგრესიულ ქცევებს შორის კავშირი ნამდვილად არსებობს.
ჭკვიანი არასდროს არავის არ ადარებს თავს. მას გულწრფელად უხარია სხვების წარმატება და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. სულელი თავს ყოველთვის სხვაზე უკეთესად მიიჩნევს. ჟურნალ „ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში“ გამოქვეყნებულ წერილში სპეციალისტები წერენ, რომ რაც უფრო ნაკლებ გონიერია ინდივიდი, მით მეტადაა მიდრეკილი ჰომოფობიისა და რასიზმისადმი. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს, რათა მათ ფონზე უკეთესებად გამოჩნდნენ.
დაბალი IQ-ს მქონე ადამიანებს ეგოისტური ქცევები ახასიათებთ. მათ არ აინტერესებთ სხვათა გრძნობები თუ მოთხოვნები. და ეს იმიტომ, რომ სულელებს არ შეუძლიათ სხვის ადგილზე თავის დაყენება. რაც შეეხებათ ჭკვიანებს, ყველაფერი პირიქითაა: ეს ძალიან მგრძნობიარე ხალხია, რომლებიც ღრმად განიცდიან ირგვლივ მყოფთა მდგომარეობას და იოლად წვდებიან მათ აზრებს.
ჭკვიანი ადამიანი არ იწყენს მარტო ყოფნისას. ხშირად სწორედ მარტოობისას იბადება გენიალური იდეები. სულელები კი ყველანაირად გაურბიან მარტო დარჩენას, იმიტომ რომ მათთვის მარტო ყოფნა – სიცარიელეში ყოფნაა.
შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
რატომ ეშინიათ მამაკაცებს ჭკვიანი ქალების: მეცნიერული ექსპერიმენტი
იაპონელმა მკვლევარებმა კაიია პერინამ და სატოსი კანაძავამ დაასკვნეს, რომ ჭკვიან ადამიანებს შორის ბევრია „ბუ“, ანუ ადამიანი, რომელიც დასაძინებლად გვიან წვება და ასევე გვიან დგება. სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში „პიროვნება და ინდივიდუალური განსხვავებები“ ისინი წერენ, რომ ცირკადულ რიტმსა (რომელიც ძილ-ღვიძილის რიტმსა და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს) და მაღალ ინტელექტს შორის კავშირი არსებობს; რომ ადამიანები, რომლებიც მაღვიძარაზე ისრებს გადასწევენ ხოლმე, უფრო კარგად გრძნობენ სხეულის მოთხოვნებს.
ალბათ გასაგებია, რომ ამგვარი კავშირი პრაქტიკულად არ არსებობს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებში.
ჭკვიან ადამიანებს არ ეშინიათ, რომ რაღაც მომენტში სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. აი სულელებს კი ძალიან აღელვებთ ეს და ყველანაირად ცდილობენ, თავი ძალიან ჭკვიანად მოაჩვენონ ირგვლივ მყოფებს. ჭკვიანი ადამიანების ცხოვრებას შიში არ მართავს; სულელს გამუდმებით ეშინია რაღაცების – სადმე წასვლის, ამა თუ იმ საქმის გაკეთების და ა.შ.
და კიდევ: თუ ადამიანი გამუდმებით ლაპარაკობს ისე, რომ სიტყვის „ჩაკვეხება“ გიჭირთ, იცოდეთ, რომ სულელთან გაქვთ საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0