https://sputnik-georgia.com/20211015/winaswarmetyvelurma-sizmarma-kacs-milioni-dolari-moagebina-260589668.html
წინასწარმეტყველურმა სიზმარმა კაცს მილიონი მოაგებინა
წინასწარმეტყველურმა სიზმარმა კაცს მილიონი მოაგებინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიჩიგანელმა ახალგაზრდა კაცმა ლატარიის ბილეთით მილიონი დოლარი მოიგო მას შემდეგ, რაც წინა ღამით წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა... 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T16:35+0400
2021-10-15T16:35+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23049/48/230494886_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_47d01e926d40088a7839bc5f2c735743.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიჩიგანელმა ახალგაზრდა კაცმა ლატარიის ბილეთით მილიონი დოლარი მოიგო მას შემდეგ, რაც წინა ღამით წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა, იუწყება გამოცემა UPI.როგორც 32 წლის ამერიკელი ამბობს (მისი ვინაობა, რაღა თქმა უნდა, არ მჟღავნდება), ის ხშირად ყიდულობს ლატარიის ბილეთებს მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ამ ტიპის „გართობას“ ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდა.„სულ ვეუბნებოდი, ერთხელაც იქნება, ლატარიაში ბევრ ფულს მოვიგებ-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა“, — ამბობს ახლად გამომცხვარი მილიონერი.თუმცა ეს დღე მართლაც დადგა. ერთ ღამეს მამაკაცმა სიზმარში ნახა, რომ ლატარიაში ბევრი ფული მოიგო, მეორე დღეს კი ბილეთების საყიდლად წავიდა.როგორც ირკვევა, ლატარიაში გამარჯვებულმა ამჯობინა, რომ მოგებული თანხა ერთიანად მიეღო და არა ყოველწლიური გადახდებით. ამ შემთხვევაში, მოგების ბეგარის გამოკლებით, საბოლოო ჯამში მას 634 ათასი დოლარი ერგო, რითიც ის სახლისა და ახალი ავტომობილის შეძენას აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20190507/sizmarSi-nanaxma-cifrebma-qals-100-aTasi-dolari-moagebina-245150526.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23049/48/230494886_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f59cab3d4fd5f444fb457935889d46b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მიჩიგანელმა ახალგაზრდა კაცმა ლატარიის ბილეთით მილიონი დოლარი მოიგო მას შემდეგ, რაც წინა ღამით წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა, იუწყება გამოცემა
UPI. როგორც 32 წლის ამერიკელი ამბობს (მისი ვინაობა, რაღა თქმა უნდა, არ მჟღავნდება), ის ხშირად ყიდულობს ლატარიის ბილეთებს მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ამ ტიპის „გართობას“ ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდა.
„სულ ვეუბნებოდი, ერთხელაც იქნება, ლატარიაში ბევრ ფულს მოვიგებ-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა“, — ამბობს ახლად გამომცხვარი მილიონერი.
თუმცა ეს დღე მართლაც დადგა. ერთ ღამეს მამაკაცმა სიზმარში ნახა, რომ ლატარიაში ბევრი ფული მოიგო, მეორე დღეს კი ბილეთების საყიდლად წავიდა.
„მანქანაში ჩავჯექი და დამცავი ფენის გადაფხეკა დავიწყე. დავინახე, რომ დაემთხვა „04“, მეგონა, 100 დოლარს მოვიგებ-მეთქი. მერე „1 მილიონი დოლარი“ ამოვიკითხე და ვიფიქრე, ჯერ ალბათ ისევ მძინავს-მეთქი. მაშინვე ცოლს დავურეკე, რომ გამეხარებინა“, — ამბობს კაცი.
როგორც ირკვევა, ლატარიაში გამარჯვებულმა ამჯობინა, რომ მოგებული თანხა ერთიანად მიეღო და არა ყოველწლიური გადახდებით. ამ შემთხვევაში, მოგების ბეგარის გამოკლებით, საბოლოო ჯამში მას 634 ათასი დოლარი ერგო, რითიც ის სახლისა და ახალი ავტომობილის შეძენას აპირებს.