თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური: ვინ და სად?

გამოწერა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში, მათ შორის დედაქალაქში, მერობისთვის იბრძოლებენ. აღნიშნულ ქალაქებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. უმეტეს შემთხვევაში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების ძირითადი კონკურენტები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მონაწილეობა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველია. არჩევნების მეორე ტურებში ისინი მანამდეც გასულან, თუმცა ბოიკოტს უცხადებდნენ მას. ბოლოს მსგავსი პრეცედენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, მიუხედავად კარგი შედეგებისა, უარი განაცხადეს ბრძოლაზე და გამარჯვება ფაქტობრივად დაუთმეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ, თუ სად ჩატარდება მეორე ტური და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0