უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ – დავით სერგეენკო

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
უგულავას კორონავირუსი 7 ოქტომბერს დაუდასტურდა, მან ეს ინფორმაცია საკუთარ facebook-გვერდზე თავად გაავრცელა. ერთ კვირაში კი თავისუფლების მოედანზე აქციაზე წავიდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. გიგი უგულავას საქციელს ვერაფრით გავამართლებ, იზოლაციის პერიოდის გასვლამდე არ შეიძლება ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი შეუქმნა – ასე აფასებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე კორონავირუსით ინფიცირებული გიგი უგულავას მისვლას.
გუშინ, 14 ოქტომბერს უგულავა თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას შეუერთდა და სიტყვითაც გამოვიდა. მოგვიანებით უგულავამ განაცხადა, რომ აქციაზე მისვლის გადაწყვეტილება ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა
სერგეენკოს აზრით კი, თვითიზოლაციისთვის დაწესებული დროის გასვლამდე საზოგადოებაში გამოჩენით მან ირგვლივ მყოფებს რისკი შეუქმნა.

„ამ საკითხით თამაში არაფრით არ შეიძლება. ჯანმრთელობა პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო, ეს არ უნდა დადო საპირწონედ. ეს არაფრით შეიძლება და არაფრის ფასად, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი. არ შეიძლება ირგვლივ მყოფ ადამიანებს ასეთი რისკი შეუქმნა და ამ საქციელს ვერაფრით გავამართლებ. დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდ-ინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით არ შეიძლება", – აღნიშნა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ფაქტს სპეციალური სამსახურები შეისწავლიან და სამართლებრივი რეაგირებაც სწორედ ამის შემდეგ დადგება.
გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისი თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0