https://sputnik-georgia.com/20211015/saakashvilis-mxardamcher-aqciaze-signals-axshobdnen-260598324.html
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიგნალის ჩახშობას ცდილობდნენ? შსს-ს განმარტება
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიგნალის ჩახშობას ცდილობდნენ? შსს-ს განმარტება
Sputnik საქართველო
შსს ამტკიცებს, რომ ტექნიკა გათვალისწინებული იყო არა აქციიდან სიგნალის ჩასახშობად, არამედ, პირიქით, კავშირის გასაძლიერებლად. 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T21:35+0400
2021-10-15T21:35+0400
2021-10-15T23:48+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260563591_0:31:1280:751_1920x0_80_0_0_53b0ef8827ab3f389e7788e34c8d96a5.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლება კავშირის სიგნალის დახშობას ცდილობდა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გუშინ თავისუფლების მოედანზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ყველა ოპოზიციური მედიასაშუალება აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.აქციის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აღმოაჩინეს და ჟურნალისტებს აცნობეს, რომ თბილისის საკრებულოს შენობაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა იყო შეტანილი. ოპოზიციური ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა და „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხელისუფლება აქციაზე სიგნალის ჩახშობის მცდელობაში დაადანაშაულეს.შსს, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ტექნიკა გათვალისწინებული იყო არა აქციიდან სიგნალის ჩასახშობად, არამედ, პირიქით, კავშირის გასაძლიერებლად.სხვადასხვა შეფასებით, თბილისის ცენტრში გუშინ გამართულ აქციაზე 30-დან 50 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260563591_144:0:1280:852_1920x0_80_0_0_be15519b1bfda0ce6cd8cb58f6e7ec1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიგნალის ჩახშობას ცდილობდნენ? შსს-ს განმარტება
21:35 15.10.2021 (განახლებულია: 23:48 15.10.2021) შსს ამტკიცებს, რომ ტექნიკა გათვალისწინებული იყო არა აქციიდან სიგნალის ჩასახშობად, არამედ, პირიქით, კავშირის გასაძლიერებლად.
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლება კავშირის სიგნალის დახშობას ცდილობდა. ამის შესახებ
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ თავისუფლების მოედანზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ყველა ოპოზიციური მედიასაშუალება აქციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
აქციის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აღმოაჩინეს და ჟურნალისტებს აცნობეს, რომ თბილისის საკრებულოს შენობაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, ინტერნეტის ჩამხშობი და მოსასმენი აპარატურა იყო შეტანილი. ოპოზიციური ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა და „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხელისუფლება აქციაზე სიგნალის ჩახშობის მცდელობაში დაადანაშაულეს.
შსს, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ტექნიკა გათვალისწინებული იყო არა აქციიდან სიგნალის ჩასახშობად, არამედ, პირიქით, კავშირის გასაძლიერებლად.
„ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის როგორც რადიოსადგურის, ასევე მობილური კავშირის მეშვეობით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სხვადასხვა შეფასებით, თბილისის ცენტრში გუშინ გამართულ აქციაზე 30-დან 50 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.