ქართულმა და არაბულმა ტურისტულმა კომპანიებმა B2B შეხვედრები გამართეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში არაბული და ადგილობრივი ტურისტული კომპანიების B2B შეხვედრები გაიმართა, იუწყება დედაქალაქის მერია.
B2B (business-to-business) გულისხმობს ერთი კომპანიის მიერ მეორისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვას. ტურიზმის შემთხვევაში კი ეს ორი ქვეყნის ტურისტული კომპანიების მიერ საკუთარ მომსახურების ერთმანეთისთვის მიწოდება იქნება.
მერიის ცნობით, თბილისის ტურისტული პროდუქტების ცნობადობის გაზრდის მიზნით და კერძო სექტორის მხარდასაჭერად დედაქალაქს არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, კატარის, ომანის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის სამეფოს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს თბილისში რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების მაღალმხარჯველიანი ტურისტული ბაზრების წარმომადგენლებთან საქმიანი კავშირების დამყარება, გამოცდილების გაზიარება და პარტნიორებთან ერთად მომავალი აქტივობების დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად.

„აღნიშნული ღონისძიება და B2B სესია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების გამყარებას. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით და სწორი მიდგომებით შევძლებთ, სწრაფად მივაღწიოთ ტურიზმის სექტორის სრულ აღდგენას“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ.

მერიაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის სექტორს საშუალებას მისცემს, აქტიურად იმუშაოს ახალ ტურისტულ ბაზრებზე, მოიზიდოს მეტი საერთაშორისო მაღალმხარჯველიანი ვიზიტორი და, ამასთან, ეს ხელს შეუწყობს ტურისტული დანახარჯების ზრდას, რაც თბილისის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აისახება.
ყველა ახალი ამბავი
0