პუტინი: თანამემამულების მხარდაჭერა რუსეთის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თანამემამულეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა რუსეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ასეთი მიმართვა მან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა VII მსოფლიო კონგრესის მონაწილეებს გაუგზავნა, რომელიც მათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წაუკითხა.

„თანამემამულეთა მხარდაჭერა, განათლების, შემეცნების, კულტურის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობა კვლავაც რჩება უმნიშვნელოვანეს საერთო ეროვნულ პრიორიტეტად“, — ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0