https://sputnik-georgia.com/20211015/filtvebis-kibios-nisani-seizleba-quslis-tkivili-iyos-260583264.html
ყურადღება! ქუსლის ტკივილი შეიძლება ვერაგი დაავადების სიმპტომი იყოს – ექიმი გირჩევთ
ყურადღება! ქუსლის ტკივილი შეიძლება ვერაგი დაავადების სიმპტომი იყოს – ექიმი გირჩევთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფილტვების კიბო კანცეროგენული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომით... 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T13:58+0400
2021-10-15T13:58+0400
2021-10-15T20:23+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/81/245588136_0:125:1920:1205_1920x0_80_0_0_5887a41970dccacc87163b346d8a15b4.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფილტვების კიბო კანცეროგენული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომით არ გამოვლინდეს. თუმცა ექიმებმა მაინც აღმოაჩინეს ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება იყოს დაავადების მაუწყებელი, წერს გამოცემა Daily Express-ი.დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტების თქმით, ეს ნიშანია ტკივილი ქუსლში, რასაც თრომბი იწვევს. თავის მხრივ, თრომბების ჩამოყალიბების რისკს სერიოზულად ზრდის კიბოს ბევრი სახეობა, მათ შორის, ფილტვის კიბოც.მედიკოსების თქმით, თუ ქუსლში ტკივილი იგრძენით, შეეცადეთ ფეხები დაასვენოთ, მაგრამ თუ ტკივილი არ გაგივლით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.NHS-ს რეკომენდაციით, ექიმთან წასვლა საჭიროა, თუ:რაც შეეხება უფრო გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც ფილტვის კიბოს მაუწყებლად მიიჩნევა, ესენია:NHS-ის სპეციალისტები გაფრთხილებენ: თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გიფიქსირდებათ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
https://sputnik-georgia.com/20210202/smis-Secvla-filtvebis-kibos-niSani-SeiZleba-iyos-250773237.html
https://sputnik-georgia.com/20181005/A-grape-constituent-protects-against-cancer-242373007.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/81/245588136_74:0:1846:1329_1920x0_80_0_0_6c33572a5d11498a2c4094047c5d459d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფილტვების კიბო კანცეროგენული დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სახეობაა, რომელიც პირველ ეტაპზე შეიძლება არანაირი სიმპტომით არ გამოვლინდეს. თუმცა ექიმებმა მაინც აღმოაჩინეს ერთი ნიშანი, რომელიც შეიძლება იყოს დაავადების მაუწყებელი, წერს გამოცემა
Daily Express-ი. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სპეციალისტების თქმით, ეს ნიშანია ტკივილი ქუსლში, რასაც თრომბი იწვევს. თავის მხრივ, თრომბების ჩამოყალიბების რისკს სერიოზულად ზრდის კიბოს ბევრი სახეობა, მათ შორის, ფილტვის კიბოც.
მედიკოსების თქმით, თუ ქუსლში ტკივილი იგრძენით, შეეცადეთ ფეხები დაასვენოთ, მაგრამ თუ ტკივილი არ გაგივლით, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
NHS-ს რეკომენდაციით, ექიმთან წასვლა საჭიროა, თუ:
ტკივილი ძლიერია და ხელს გიშლით ჩვეული საქმეების კეთებაში;
ტკივილი ძლიერდება, ან გაყუჩების შემდეგ კვლავ ბრუნდება;
ტკივილი არ ყუჩდება სახლში მკურნალობის ორი კვირის განმავლობაში;
ქუსლში გრძნობთ ჩხვლეტას ან კარგავთ მგრძნობელობას;
ხართ დიაბეტით დაავადებული (ქუსლებში პრობლემა დიაბეტიანებში შეიძლება უფრო სერიოზული იყოს).
რაც შეეხება უფრო გავრცელებულ სიმპტომებს, რომლებიც ფილტვის კიბოს მაუწყებლად მიიჩნევა, ესენია:
უმიზეზო დაღლილობა და წონის დაკარგვა;
ტკივილი სუნთქვისას ან ხველებისას.
NHS-ის სპეციალისტები გაფრთხილებენ: თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გიფიქსირდებათ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.