https://sputnik-georgia.com/20211014/zurabishvili-buniatishvilis-koncerts-daeswro-260539068.html
ზურაბიშვილი ბუნიათიშვილის კონცერტს დაესწრო
ზურაბიშვილი ბუნიათიშვილის კონცერტს დაესწრო
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტს საქართველოს სიამაყე უწოდა და წარმატებები უსურვა. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T13:35+0400
2021-10-14T13:35+0400
2021-10-14T17:20+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260533285_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_458e55c9f819c9f6c2e27589b414eaa7.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი მოისმინა, მისი წარმატება ხაზგასმით აღნიშნა.ბუნიათიშვილმა კონცერტი გამართა ჟენევაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილთან გადაღებული ფოტი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.„ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჟენევაში… საამაყო ყველა ქართველისთვის და, მით უმეტეს, პრეზიდენტისთვის! წარმატებებს ვუსურვებ ამ უკვე წარმატებულ გზაზე!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.რით არის ბუნიათიშვილი ცნობილი?ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, იგი საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. პიანისტი ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.2020 წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის Cartier-ის ამბასადორი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20210707/xatia-buniatishvili-dioris-chveneba-252244707.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260533285_324:0:1400:807_1920x0_80_0_0_4ef79271f88c13517777d3797f5109f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
ზურაბიშვილი ბუნიათიშვილის კონცერტს დაესწრო
13:35 14.10.2021 (განახლებულია: 17:20 14.10.2021) საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტს საქართველოს სიამაყე უწოდა და წარმატებები უსურვა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი მოისმინა, მისი წარმატება ხაზგასმით აღნიშნა.
ბუნიათიშვილმა კონცერტი გამართა ჟენევაში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბუნიათიშვილთან გადაღებული ფოტი საკუთარ
Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
„ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ჟენევაში… საამაყო ყველა ქართველისთვის და, მით უმეტეს, პრეზიდენტისთვის! წარმატებებს ვუსურვებ ამ უკვე წარმატებულ გზაზე!“ – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
რით არის ბუნიათიშვილი ცნობილი?
ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, იგი საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. პიანისტი ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
2020 წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის Cartier-ის ამბასადორი გახდა.