„მძიმე გადასატანია, როცა შენს მეუღლეზე ათასგვარ ჭორს გაგებინებენ...“ – ხათუნა ჟორდანია

© Facebook / Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ხათუნა ჟორდანია ჟურნალ „სარკესთან“ თავისი გამოჯანმრთელებისა და მეუღლის გვერდში დგომის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზურა ხაჩიძე მას ხელით დაატარებდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მისი მეუღლეც არაა მარტივი ხასიათის და არც თავად.
„ეს განსაკუთრებით ვლინდება შიდა, დახურულ, ოჯახურ ურთიერთობებში, მაგრამ რაღაცნაირად ვაბალანსებთ ერთმანეთს“, – ამბობს ხათუნა. მისი თქმით, მეუღლემ უზარმაზარი ენერგია დაახარჯა მის გამოჯანმრთელებას. ხათუნა ჟორდანია ასევე დანანებით საუბრობს იმის შესახებაც, რომ მის ოჯახს კრიტიკა და ლანძღვა არ აკლია.

„ერთხელ ჩემი ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული და ვიღაც გაბოროტებულმა მიაწერა, რით ვერ ჩაძაღლდა ეს ქალიო. თავიდან რთული იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამაზე ნერვები არ უნდა ავიშალო და მათ სიამოვნება არ უნდა მივანიჭო, ამიტომ უარყოფით კომენტარებს აღარ ვკითხულობ და მშვიდად ვცხოვრობ. მე და ზურა მუდმივად შეხმატკბილებულები არ ვიყავით, ბევრჯერ იყო მომენტი, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად, მაგრამ გვითქვამს: „მორჩა, დამთავრდა, მე მივდივარ“. ხან ის გარბოდა და ხან – მე. საბოლოო ჯამში ვერ ველეოდით ერთმანეთს, ზოგჯერ ის თმობდა, ზოგჯერ – მე. ჩვენ დიდი სიყვარული გვეხმარებოდა და ოჯახი დღემდე შევინარჩუნეთ“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

მისი თქმით, ქალისთვის ძალიან მძიმე გადასატანია, როცა მეუღლეზე ათასგვარ ჭორს იგონებენ და შემდეგ გაგებინებენ, რომ იქნებ აფეთქდე და ოჯახი დაანგრიო, მაგრამ რაღაცნაირად შეეჩვია ამ ყველაფერს.
ყველა ახალი ამბავი
0