https://sputnik-georgia.com/20211014/ukrainas-saakashvilis-eqstradirebis-motxovnit-saqartvelostvis-ar-miumartavs-260554862.html
უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის არ მიუმართავს
უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის არ მიუმართავს
Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს. 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T18:00+0400
2021-10-14T18:00+0400
2021-10-14T21:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23396/76/233967643_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_967264a985b8e035597e4dfd9c4a5ddc.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, იუწყება РИА Новости სააგენტო Украинские новости-ზე დაყრდნობით.სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23396/76/233967643_173:0:1080:680_1920x0_80_0_0_a687b4654786215ed442860fdcc1df35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოსთვის არ მიუმართავს
18:00 14.10.2021 (განახლებულია: 21:12 14.10.2021) სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, იუწყება
РИА Новости სააგენტო Украинские новости-ზე დაყრდნობით.
სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად დაკავდება სააკაშვილის კიევში დაბრუნების საკითხით.
„ამ დროისათვის წინასწარი გამოძიების ორგანოების მხრიდან მოთხოვნა გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტში მ. სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის (ექსტრადიციის) თაობაზე არ არის არის შემოსული, ამიტომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის გენერალური პროკურორის ოფისს ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს“, – ნათქვამია უკრაინის გენპროკურორის ოფისის მიერ სააგენტოსთვის გაგზავნილ პასუხში.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.