რუსთავის ციხეში ხანძარია

© photo: Sputnik / Olga KiknavelidzeПожар в Руставской тюрьме
Пожар в Руставской тюрьме - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის №17 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ციხის სამზარეულოში გაჩნდა.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხესთან ახლოს მდებარეობს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ–ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0