როგორ დაიკლო 14 კილოგრამი ნუცა ბუზალაძემ – მომღერლის რჩევა საზოგადოებას

© Facebook / Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ამჯერად ნუცა ბუზალაძე საკუთარი დღის რეჟიმის შესახებ საუბრობს. „ჩემი დილა იწყება წყლით და შემდეგ ყავით, რადგან ყავა ძალიან მიყვარს. თუ რამე სასწრაფო საქმე არ მაქვს, ვცდილობ წავიდე და ვივარჯიშო. დილით საუზმეს მივირთმევ, მიყვარს იოგურტი, გრანოლა, შავი შოკოლადი, თხილი, ნუში“, – ამბობს მომღერალი.
ნუცამ საყვარელი საუზმის რეცეპტიც გაამხილა, რომელსაც მაწვნით, თაფლით, ხაჭოთი, გრანოლათი და სხვადასხვა თხილეულით ამზადებს. მომღერლის თქმით, ვარჯიში ძალიან უყვარს, განსაკუთრებით – კრივი, რომლის წყალობით 14 კილოგრამი დაიკლო.

„როცა ჭარბი წონა მქონდა, დავიწყე კრივზე სიარული, ვარჯიში და 14 კილოგრამი დამაკლებინა კრივმა. მე ვთვლი, რომ ვარჯიში არის ბედნიერების ელექსირი. დარბაზიდან რომ გამოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დღე მქონდა. ყველას ვურჩევ, ივარჯიშოს, თუნდაც სახლში. დამიჯერეთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს მომღერალი.

ნუცა ბუზალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ მომღერალმა აღიარა, რომ მის ცხოვრებაში ინტერესის ობიექტი არსებობს, თუმცა სერიოზული ურთიერთობა ცხოვრებაში სულ ორჯერ ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0