https://sputnik-georgia.com/20211014/ilo-beroshvili-ani-bebia-260543698.html
„სამი დღე ანი მივლიდა პამპერსებში... ღამეები არ მეძინა“ – რა შეემთხვა ილო ბეროშვილს?
„სამი დღე ანი მივლიდა პამპერსებში... ღამეები არ მეძინა“ – რა შეემთხვა ილო ბეროშვილს?
Sputnik საქართველო
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გადაცემაში „სტუმრად ლელასთან“ ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების უმძიმეს... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T16:08+0400
2021-10-14T16:08+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251104513_0:63:1001:626_1920x0_80_0_0_b42c2029c08de95d4b94cd20946e2625.jpg
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გადაცემაში „სტუმრად ლელასთან“ ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების უმძიმეს გამოცდილებაზე ისაუბრა. ბეროშვილის თქმით, ის ექვსსათიან ხელოვნურ კომაში იყო და არსებობდა შანსი, რომ კომიდან ვერ გამოსულიყო.ბეროშვილის თქმით, იყო მეთოდი, რომელიც ლეგენდასავით დადიოდა მომხმარებლებში. ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც აკეთებდა ხელოვნურ კომას. ევსსაათიანი პროცედურა იყო. გარკვეული პრეპარატი უნდა შეეყვანათ ორგანიზმში, რომლის შედეგადაც იმას, რაც თვენახევარში იყო გასავლელი, გადიოდი იმ ექვსსათიან კომაში. სამიდან ხუთ პროცენტამდე იყო შანსი, რომ საერთოდ ვერ გაიღვიძებდი, და ეს ძალიან ძვირი ღირდა.მისი თქმით, პროცედურა ჩაიტარა, გარეთ კი ანი ელოდებოდა და როდესაც გაიღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თხევადი იყო და ვერაფერს გრძნობდა.ანი ბებია და ილო ბეროშვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ. მათ საერთო ვაჟი - ჯერი ჰყავთ.
https://sputnik-georgia.com/20200919/didi-Tavkombala-vyofilvar-ani-bebias-Sokismomgvreli-posti-249496363.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251104513_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_646152bd3c1c488db94fe5c9ac0e3b01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართველი ცნობადი სახეები
„სამი დღე ანი მივლიდა პამპერსებში... ღამეები არ მეძინა“ – რა შეემთხვა ილო ბეროშვილს?
16:08 14.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) მსახიობმა და ტელეწამყვანმა ილო ბეროშვილმა გადაცემაში „სტუმრად ლელასთან“ ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების უმძიმეს გამოცდილებაზე ისაუბრა. ბეროშვილის თქმით, ის ექვსსათიან ხელოვნურ კომაში იყო და არსებობდა შანსი, რომ კომიდან ვერ გამოსულიყო.
19 სექტემბერი 2020, 16:47
ბეროშვილის თქმით, იყო მეთოდი, რომელიც ლეგენდასავით დადიოდა მომხმარებლებში. ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც აკეთებდა ხელოვნურ კომას. ევსსაათიანი პროცედურა იყო. გარკვეული პრეპარატი უნდა შეეყვანათ ორგანიზმში, რომლის შედეგადაც იმას, რაც თვენახევარში იყო გასავლელი, გადიოდი იმ ექვსსათიან კომაში. სამიდან ხუთ პროცენტამდე იყო შანსი, რომ საერთოდ ვერ გაიღვიძებდი, და ეს ძალიან ძვირი ღირდა.
„ვაგროვე ფული, თანხა შევაქუჩე, რომ გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ვამბობდი, ასე ვეღარ ვიქნები–მეთქი. აბსოლუტურად უგრძნობი ვიყავი ყველას მიმართ. ერთხელ ჩემმა შვილმა უთხრა ანის, შენ რომ მამამ გაგიცნო, მაშინ დაიწყო ღიმილიო. შეიძლება ეკრანზე ბევრი იღიმო, მაგრამ სახლში რომ მივდიოდი, უბრალოდ ვიწექი“, – იხსენებს ბეროშვილი.
მისი თქმით, პროცედურა ჩაიტარა, გარეთ კი ანი ელოდებოდა და როდესაც გაიღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თხევადი იყო და ვერაფერს გრძნობდა.
„კივილით მეღვიძება, ყველაფერი წურწურით გამდის და მე ეგეთი შეგრძნება ცხოვრებაში არ მქონია. მეგონა, რომ როგორც წყალი, სადღაც წავიდოდი. ის ღამე ხომ იყო ჯოჯოხეთი, ტირილი, ქვითინი. მე ეგეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს და არც არავის ვუსურვებ. სახლში წამოვედი, ვიყავი პამპერსებში. ანის მივყავდი და მამაჩემს. დავრჩით მარტო, იმიტომ რომ ანის გარდა არავის ვიკარებდი, სამი დღე ანი მივლიდა ამ პამპერსებში. ორი კვირა საერთოდ ისე ცუდად ვიყავი, რომ ღამეები არ მეძინა”, – ამბობს ილო ბეროშვილი.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდნენ. მათ საერთო ვაჟი - ჯერი ჰყავთ.