https://sputnik-georgia.com/20211014/hela-henrieta-laksi-janmos-premia-260534140.html
სიკვდილის შემდეგ: ქალს, რომლის სხეულიც მეცნიერებამ დაუკითხავად გამოიყენა, პრემია მიენიჭა
სიკვდილის შემდეგ: ქალს, რომლის სხეულიც მეცნიერებამ დაუკითხავად გამოიყენა, პრემია მიენიჭა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პრემია მიანიჭა 70 წლის წინ გარდაცვლილ... 14.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-14T11:23+0400
2021-10-14T11:23+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პრემია მიანიჭა 70 წლის წინ გარდაცვლილ აფროამერიკელ ქალს, ჰენრიეტა ლაკსს, „რომლის მემკვიდრეობამაც მსოფლიო შეცვალა“, ნათქვამია ჯანმოს ოფიციალურ საიტზე.ექიმებმა ჰენრიეტა ლაკსს მისი თანხმობის გარეშე ამოუღეს კიბოს უჯრედები ბიოფსიისთვის, რომლებიც შემდეგ პირველ „უკვდავ“ უჯრედოვან ხაზად იქცა. უწყვეტად წარმოებადი უჯრედები, რომლებსაც HeLa ეწოდა პაციენტის სახელისა და გვარის პირველი მარცვლების მიხედვით, თანამედროვე მედიცის ქვაკუთხედი გახდა — პოლიომიელიტისა და პაპილომის ვაქცინების, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების, ასევე COVID-19-ის ვაქცინის შექმნის ჩათვლით.გებრეიესუსმა ჯილდო ჰენრიეტას ვაჟს, 87 წლის ლოურენს ლაკსს გადასცა.ჯანმოს ინფორმაციით, HeLa-ს 50 მლნ მეტრული ტონა უჯრედები მთელ მსოფლიოზე განაწილდა და ისინი 75 ათასზე მეტ კვლევაში გამოიყენეს.აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ლაკსების ოჯახმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ, დასდო რა ბრალი მას იმ უჯრედების გაყიდვაში, რომლებიც ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს ექიმებმა დაუკითხავად და თანხმობის გარეშე ამოუღეს ჰენრიეტა ლაკსს. მათი თქმით, მომხდარი „რასობრივად უსამართლო სამედიცინო სისტემის“ ნაწილია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
სიკვდილის შემდეგ: ქალს, რომლის სხეულიც მეცნიერებამ დაუკითხავად გამოიყენა, პრემია მიენიჭა
11:23 14.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პრემია მიანიჭა 70 წლის წინ გარდაცვლილ აფროამერიკელ ქალს, ჰენრიეტა ლაკსს, „რომლის მემკვიდრეობამაც მსოფლიო შეცვალა“, ნათქვამია ჯანმოს ოფიციალურ საიტზე.
ექიმებმა ჰენრიეტა ლაკსს მისი თანხმობის გარეშე ამოუღეს კიბოს უჯრედები ბიოფსიისთვის, რომლებიც შემდეგ პირველ „უკვდავ“ უჯრედოვან ხაზად იქცა. უწყვეტად წარმოებადი უჯრედები, რომლებსაც HeLa ეწოდა პაციენტის სახელისა და გვარის პირველი მარცვლების მიხედვით, თანამედროვე მედიცის ქვაკუთხედი გახდა — პოლიომიელიტისა და პაპილომის ვაქცინების, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისა და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების, ასევე COVID-19-ის ვაქცინის შექმნის ჩათვლით.
გებრეიესუსმა ჯილდო ჰენრიეტას ვაჟს, 87 წლის ლოურენს ლაკსს გადასცა.
„ჰენრიეტა ლაკსი გამოიყენეს, ის ერთ-ერთია იმ მრავალ ფერადკანიან ქალს შორის, რომელთა სხეულებითაც მეცნიერებამ დაუკითხავად ისარგებლა <...> თუმცა ამ უჯრედებისგან ბევრმა ადამიანმა მიიღო სარგებელი, წარმატებები იყო. მეცნიერება წინ წავიდა. ნობელის პრემიებიც გაიცა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადარჩა ბევრი სიცოცხლე. ეჭვგარეშეა, ჰენრიეტას ესიამოვნებოდა, რომ მისმა ტანჯვამ სხვები იხსნა, მაგრამ მიზანი არ ამართლებს საშუალებას“, — განაცხადა გებრეიესუსმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ჯანმოს ინფორმაციით, HeLa-ს 50 მლნ მეტრული ტონა უჯრედები მთელ მსოფლიოზე განაწილდა და ისინი 75 ათასზე მეტ კვლევაში გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ლაკსების ოჯახმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ, დასდო რა ბრალი მას იმ უჯრედების გაყიდვაში, რომლებიც ჯონს ჰოპკინსის საავადმყოფოს ექიმებმა დაუკითხავად და თანხმობის გარეშე ამოუღეს ჰენრიეტა ლაკსს. მათი თქმით, მომხდარი „რასობრივად უსამართლო სამედიცინო სისტემის“ ნაწილია.