2022 წლის მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ფარიკაობაში კაცებს შორის თბილისში გაიმართება

© REUTERS / Issei Katoმოფარიკავეები
მოფარიკავეები - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
გამოწერა
მანამდე დაგეგმილი იყო თბილისში მსოფლიო თასის ეტაპის მხოლოდ ქალთა შორის გამართვა, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა და საქართველოში შეჯიბრებები როგორც მამაკაცებს შორის, ისე ქალთა შორის გაიმართება
თბილისი, 14 ოქტომბერი- Sputnik. 2022 წლის მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ფარიკაობაში კაცთა შორის თბილისში 14-16 იანვარს ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის განცხადებაში.
აქამდე გადაწყვეტილი იყო, რომ საქართველოს დედაქალაქი 14-16 იანვარს ანალოგიურ შეჯიბრს ქალთა შორის უმასპინძლებდა. ამავე თარიღებში კაცთა მსოფლიო თასის ორგანიზატორი ალჟირი უნდა ყოფილიყო, თუმცა FIE-მ გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც ქალთა, ასევე კაცთა ტურნირის მასპინძლობის უფლება საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას მისცა.
სეზონში ფარიკაობის სამივე სახეობაში ხუთ-ხუთი მსოფლიო თასი იმართება. 2022 წელს ხმალში ქალთა მსოფლიო თასი თბილისში, პლოვდივში, ათენში, სინტ-ნიკლაასში და ტუნისში ჩატარდება, ხოლო კაცთა შორის - თბილისში, ვარშავაში, პადუაში, ბუდაპეშტსა და მადრიდში.
„იანვარში საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეები ეწვევიან, საერთო ჯამში თბილისში ხუთასზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ფარიკაობაში ერთერთი დიდი შეჯიბრი ხმალში ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო, ბოლო პერიოდში ქართველი ხმლით მოფარიკავეთა წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სწორედ ეს და ამავე დროს აქამდე ჩატარებული შეჯიბრებების საუკეთესო ორგანიზება გახდა მიზეზი, რომ FIE-მ დიდი ნდობა გამოგვიცხადა“, - განაცხადა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0