ხანძარი რუსთავის ციხეში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
რუსთავში, იმ ციხის მეზობლად, რომელშიც პატიმარი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ცეცხლი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოკადრები ადგილიდან.
რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების სამზარეულოში, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან დაშორებულია, ხანძარი დღეს, შუადღისას გაჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0