„თელასი" მთაწმინდის მოსახლეობას აფრთხილებს
© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, ორბელიანის მოედნის, ათონელის, სანაპიროს, ფხოვის, ხიდის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ასათიანის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფურცელაძის, პუშკინის, ვასო აბაშიძის და გერცენის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.