თბილისის თანამედროვე ბალეტი ორთაჭალის ყოფილ ციხეში სპექტაკლს გამართავს

© Facebook / Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Balletგიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი
გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს სხვადასხვა ასაკის 12 ქალის პაემანზე წარმოსახვით პატიმრებთან.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი 13 და 14 ოქტომბერს ყოფილი ორთაჭალის ციხის ტერიტორიაზე ახალი მულტიმედიური პროექტის „12 პაემანი“ პრემიერას წარმოადგენს.
ალტერნატიული არტ-სივრცის N12 ეზოში, ადრე კი ორთაჭალის N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე და მისი მოცეკვავეები წარმოადგენენ სპექტაკლს, რომელშიც თანამედროვე ქორეოგრაფია შერწყმულია ელექტრონულ მუსიკასთან, საუნდ-დიზაინთან, ვიდეოპროექციასა და განათებასთან.
სპექტაკლის სიუჟეტი მოგვითხრობს სხვადასხვა ასაკის 12 ქალის პაემანზე წარმოსახვით პატიმრებთან. მაყურებელი, როგორც ერთგვარი მონაწილე, სცენის ირგვლივ განთავსდება, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
საავტორო მუსიკის და საუნდ-დიზაინის ავტორები არიან ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე. ნიკა მაჩაიძე ასევე ვიდეოს ავტორია, ხოლო ოპერატორი კახა ბუხრაშვილია.
სპექტაკლში სხვადასხვა თაობის 12 მსახიობი მონაწილეობს.
სპექტაკლის იდეამ გაიმარჯვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს კონკურსში „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
ყველა ახალი ამბავი
0