https://sputnik-georgia.com/20211013/tbilisi-safrtxis-qves-batumis-tragediis-semdeg-eqspertebma-kvlav-gangasi-atexes-260527690.html
თბილისი საფრთხის ქვეშ - ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ექსპერტებმა კვლავ განგაში ატეხეს
თბილისი საფრთხის ქვეშ - ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ექსპერტებმა კვლავ განგაში ატეხეს
Sputnik საქართველო
რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს, აღნიშნეს ექსპერტებმა. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T23:57+0400
2021-10-13T23:57+0400
2021-10-13T23:57+0400
პრეს-ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0d/260511381_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_d7097d06a4aa7412d5cd483320d5fed3.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში სამშენებლო სექტორში ქაოსის ერთ-ერთი მიზეზი არის 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმება, მიაჩნიათ ექსპერტებს. მათ ამის შესახებ ისაუბრეს პრესკონფერენციაზე „შენობების უსაფრთხოება საქართველოში – რა აჩვენა ბათუმის ტრაგედიამ“, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.ძველი თემის განხილვა, რომელიც არაერთხელ იყო დღის წესრიგში, გამოწვეული იყო ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენებით. ბათუმის ცენტრში 8 ოქტომბერს ხუთსართულიანი შენობა, რომელსაც ორი სართული ჰქონდა დაშენებული, ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამჟამად დაკავებულია სამი ადამიანი - პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა. გამოძიებამ ისინი მზიდი კედლების დემონტაჟში დაადანაშაულა.საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ გეგმავს კანონმდებლობის გამკაცრებას, რათა სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცედურები მკაცრად გაკონტროლდეს. პარლამენტმა შესაძლოა მალე დაიწყოს ცვლილებების განხილვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე კონტროლის გასაძლიერებლად.ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი ანზორ საკანდელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებული ყველა პრობლემის წინაპირობა 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმება გახდა. ის და მისი კოლეგები მრავალი წელია ითხოვენ მის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ.„მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ - უწყების, რომელიც მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სეისმური უსაფრთხოების, ხარისხისა და ყველა წესის, კანონის, სამშენებლო სტანდარტების დაცვის გარანტიას - კონტროლი დარჩა მხოლოდ ქაღალდზე და მერიაში დარჩა მხოლოდ მცირე სამსახურები. ამის შემდეგ დაიწყო ქაოსი. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არ არის ბოლო. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ აღვადგენთ სამინისტროს, რომელიც საქართველოს გარდა არ გაუქმებულა არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში",- განაცხადა საკანდელიძემ.ექსპერტმა მოიყვანა მაგალითი იმისა, თუ როგორ გააუქმა უკრაინამ საქართველოს მსგავსად მშენებლობის სამინისტრო. თუმცა, ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე ავარიის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნული უწყების აღდგენა გადაწყვიტა.ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მანუჩარ მაჩაიძე, თავის მხრივ, თვლის, რომ სამშენებლო სფერო თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.როგორც მაჩაიძემ აღნიშნა, ამ ჩამონათვალის შედგენიდან დაახლოებით 12 წელი გავიდა, შესაბამისად, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა - გაიზარდა ავარიული შენობების რაოდენობა, ხოლო ამ პრობლემას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.ექსპერტები თვლიან, რომ ავარიული შენობების გამაგრება ადვილი არ არის. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ყველა მიშენების დემონტაჟი, მათ შორის დაკანონებულების. მხოლოდ შენობების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოების დაწყება, რაც კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.„თბილისში ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ამ საქმეს აუცილებლად როგორმე უნდა ეშველოს. მაგრამ მეორეს მხრივ, რა შეუძლია ქვეყანას? ქვეყანა ღარიბია და ამ საქმეს მილიარდები სჭირდება. მე მიჭირს გადაწყვეტილების მოძებნა. ვფიქრობ, თბილისელები აქტიურად უნდა ჩაერთონ პრობლემის შესწავლაში და მოითხოვონ დახმარება. რადგან არავინ იცის როდის მოხდება მიწისძვრა და როდის დაინგრევა ყველა სახლი", - აღნიშნა მაჩაიძემ.ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რისკის ქვეშაა 10 სართულზე მაღალი შენობები, ასევე უკანონო მიშენებების მქონე სახლები. რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს. ექსპერტები მოუწოდებენ - საზოგადოებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ პრობლემის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთელ მოსახლეობას დაეკისრება.
https://sputnik-georgia.com/20211013/gangasis-zari-batumsi-mosaxleoba-saxlebis-semowmabs-itxovs-260493971.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0d/260511381_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_8a31731fd5625cc0255d53bc6a712873.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეს-ცენტრი
თბილისი საფრთხის ქვეშ - ბათუმის ტრაგედიის შემდეგ ექსპერტებმა კვლავ განგაში ატეხეს
რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს, აღნიშნეს ექსპერტებმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში სამშენებლო სექტორში ქაოსის ერთ-ერთი მიზეზი არის 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმება, მიაჩნიათ ექსპერტებს. მათ ამის შესახებ ისაუბრეს პრესკონფერენციაზე „შენობების უსაფრთხოება საქართველოში – რა აჩვენა ბათუმის ტრაგედიამ“, რომელიც
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
ძველი თემის განხილვა, რომელიც არაერთხელ იყო დღის წესრიგში, გამოწვეული იყო ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენებით. ბათუმის ცენტრში 8 ოქტომბერს ხუთსართულიანი შენობა, რომელსაც ორი სართული ჰქონდა დაშენებული, ჩამოინგრა. შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ამჟამად დაკავებულია სამი ადამიანი - პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა. გამოძიებამ ისინი მზიდი კედლების დემონტაჟში დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ გეგმავს კანონმდებლობის გამკაცრებას, რათა სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცედურები მკაცრად გაკონტროლდეს. პარლამენტმა შესაძლოა მალე დაიწყოს ცვლილებების განხილვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე კონტროლის გასაძლიერებლად.
ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორი ანზორ საკანდელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებული ყველა პრობლემის წინაპირობა 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმება გახდა. ის და მისი კოლეგები მრავალი წელია ითხოვენ მის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ.
„მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ - უწყების, რომელიც მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სეისმური უსაფრთხოების, ხარისხისა და ყველა წესის, კანონის, სამშენებლო სტანდარტების დაცვის გარანტიას - კონტროლი დარჩა მხოლოდ ქაღალდზე და მერიაში დარჩა მხოლოდ მცირე სამსახურები. ამის შემდეგ დაიწყო ქაოსი. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია არ არის ბოლო. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ აღვადგენთ სამინისტროს, რომელიც საქართველოს გარდა არ გაუქმებულა არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში",- განაცხადა საკანდელიძემ.
ექსპერტმა მოიყვანა მაგალითი იმისა, თუ როგორ გააუქმა უკრაინამ საქართველოს მსგავსად მშენებლობის სამინისტრო. თუმცა, ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე ავარიის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნული უწყების აღდგენა გადაწყვიტა.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მანუჩარ მაჩაიძე, თავის მხრივ, თვლის, რომ სამშენებლო სფერო თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
„მე ვიყავი თბილისის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი და მიხეილ სააკაშვილის დროს ვიყავი სამშენებლო კომისიის თავმჯდომარე. მე მაქვს იმ სახლების სია, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ ავარიულობის ოთხ კატეგორიაში შედიოდა, რომელთაგან მეოთხე არის ყველაზე უარესი, დასანგრევს ნიშნავს. თბილისში ასეთი 450 სახლი იყო", - განაცხადა ექსპერტმა.
როგორც მაჩაიძემ აღნიშნა, ამ ჩამონათვალის შედგენიდან დაახლოებით 12 წელი გავიდა, შესაბამისად, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა - გაიზარდა ავარიული შენობების რაოდენობა, ხოლო ამ პრობლემას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
ექსპერტები თვლიან, რომ ავარიული შენობების გამაგრება ადვილი არ არის. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს ყველა მიშენების დემონტაჟი, მათ შორის დაკანონებულების. მხოლოდ შენობების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია გამაგრებითი სამუშაოების დაწყება, რაც კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„თბილისში ახლა ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ამ საქმეს აუცილებლად როგორმე უნდა ეშველოს. მაგრამ მეორეს მხრივ, რა შეუძლია ქვეყანას? ქვეყანა ღარიბია და ამ საქმეს მილიარდები სჭირდება. მე მიჭირს გადაწყვეტილების მოძებნა. ვფიქრობ, თბილისელები აქტიურად უნდა ჩაერთონ პრობლემის შესწავლაში და მოითხოვონ დახმარება. რადგან არავინ იცის როდის მოხდება მიწისძვრა და როდის დაინგრევა ყველა სახლი", - აღნიშნა მაჩაიძემ.
ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რისკის ქვეშაა 10 სართულზე მაღალი შენობები, ასევე უკანონო მიშენებების მქონე სახლები. რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს. ექსპერტები მოუწოდებენ - საზოგადოებამ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ პრობლემის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთელ მოსახლეობას დაეკისრება.