სააკაშვილის მხარდამჭერი სარისკო აქცია მეორე ტურის წინ - ექსპერტები „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ექსპერტები ფიქრობენ, რომ თბილისის ცენტრში დაგეგმილი საპროტესტო აქციის მასშტაბი არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე აისახება
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციის დაანონსებით რისკის ქვეშ დააყენა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამენ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები.
აქცია თბილისში 14 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე გაიმართება. მერის სავარძლებისთვის კანდიდატები ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იბრძოლებენ. დანარჩენი 44 მერი პირველივე ტურში აირჩიეს. გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ერგოთ.
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას კაბინეტებიდან გამოყრით ემუქრება
სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მრავალი წლის შემდეგ სამშობლოში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ახლა ოდესღაც ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი პარტია მის გასათავისუფლებლად იბრძვის.
„ეს ჯგუფები კვლავ ცდილობენ ხალხის მასების მოზიდვას და ამგვარად შთაბეჭდილების შექმნას, რომ პოლიტიკური წონა გააჩნიათ. ამ შემთხვევაში სააკაშვილის სახელი არის ერთგვარი მაგნიტი, რადგან მისი გათავისუფლების მოთხოვნა დღეისათვის ცოტა არ იყოს გაუგებარია მათი მხრიდან. მისთვის გამოტანილი განაჩენი თავის დროზე არავის გაუპროტესტებია“, - აღნიშნა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი აზრით, აქციის მასშტაბზეა დამოკიდებული, ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში ხმა სხვა პარტიების კანდიდატებს მისცა.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
არჩევნები 2021
„ლელო“ მეორე ტურში გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს
„თუ აქცია მაინც მასშტაბური იქნება, ხელისუფლება კი პოზიციას არ შეიცვლის და არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, მოსახლეობის მერყევი ნაწილი, რომელიც დღეს 40-50%-ს შეადგენს, „ნაცმოძრაობის“ მხარეს გადავა, რაც პარტიისთვის კარგი შედეგი იქნება. მაგრამ თუ აქცია შთამბეჭდავი არ იქნება, ეს მერყევი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარეს დაიჭერს“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
ამასთან, თავად ექსპერტი არ ელოდება ფართომასშტაბიან აქციას. სავარაუდოდ, ეს იქნება 2-3 ათასი ადამიანი.
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
„არა მარტო ექსტრადიცია“ – კიევი სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გზებს ეძებს
„ზედმეტია ისეთი მასშტაბის მოლოდინი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატს შექმნიდა. ეს პირველი მსგავსი აქცია არ არის, ისინი კვლავ ცდილობენ ხალხის შეკრებას, მაგრამ ყოველ აქციაზე სულ უფრო ნაკლები ხალხია, ამიტომ, ვფიქრობ, ბევრი ხალხი არ იქნება“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
„მაქსიმუმი 10 ათასი კაცია“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
„ჩვენ გვესმის, რომ ხალხს რეგიონებიდან ჩამოიყვანენ, მაგრამ ასევე ვიცით, რომ მოვლენები ისეთივე სცენარით განვითარდება, როგორც 2003 წელს, როდესაც დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოვიდა მანქანების კოლონა, მაგრამ ამ სცენარს უკვე არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორიც პირველად“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
ამასთან, იგი არ გამორიცხავს პერმანენტულ აქციებს, რაც შეიძლება რისკის შემცველი იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ - აქციებმა მას შეიძლება გამოაცალოს ძალა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისთვისაა საჭირო.
ბოლო ერთ წელიწადში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი გაიზარდა. თუ წინა არჩევნებზე მან სხვადასხვა წვრილ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხმების 27,2% მიიღო, ამჯერად ეს ციფრი 30,7%-მდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური