„პიროვნება დავაფასოთ“: ილია მეორე მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
ილია მეორემ მილოცვის ტექსტში პიროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, მნიშვნელოვანია პიროვნების დაფასება და ხელშეწყობა.
„საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?! უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
პატრიარქის განცხადებით, არაა შემთხვევითი, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული მცხეთობას ემთხვევა. ილია მეორემ წარსული წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს და ქართულ ეკლესიას ბევრი რთული პერიოდი გამოუვლია, თუმცა ბევრი მწუხარება სიხარულად ქცეულა.
„სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!", - აცხადებს ილია მეორე.
 ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: რაზე შეთანხმდნენ სასულიერო პირი და ყოფილი პრეზიდენტი
სვეტიცხოვლობა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რა დროს სახლის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, გაუქმდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც მცხეთობა-სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად უნდა გამართულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0