კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 645.195-ს მიაღწია.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.837 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.379 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.028, კახეთი – 889, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 444, შიდა ქართლი – 298, ქვემო ქართლი – 257, აჭარა – 171, გურია – 143, სამცხე-ჯავახეთი – 96, მცხეთა-მთიანეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 605.581-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 26 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.332-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.256 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.766 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.605, იმერეთში – 1.161, აჭარაში – 435.
Эпидемия коронавируса - люди на улице в масках - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 13 ოქტომბერი
1.053 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 250 პირი, მათგან თბილისში – 137, იმერეთში – 27, აჭარაში – 18. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 803 ადამიანი, მათ შორის 424 – თბილისში, 241 – აჭარაში. 24.687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 61 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – ხუთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22.279 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 645.195-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0