კარტოგრაფების საქმე: სასამართლო ე.წ. დავით-გარეჯის საქმეზე პროცესს იწყებს

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
საქმეზე ბრალდებულია ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ დაიწყო საქმის არსებითი განხილვა საქართველოს ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობის შესახებ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს.
საქმის განხილვის განახლება მოსამართლის შეცვლამ გამოიწვია. დალი მეტრეველის ნაცვლად, რომელიც პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოშორდა, საქმეს მოსამართლე ნინო ნაჭყებია განიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლის შეცვლა საქმის არსებითი განხილვის დროს წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ განახლდეს საქმის არსებითი განხილვა.
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„კარტოგრაფების საქმე" სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა
როგორც სასამართლოს დაწყებამდე საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, ბრალდება საფუძველს მოკლებულია და ის კვლავ არ აღიარებს ბრალს.
„დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა მელაშვილმა.
მისი თქმით, მას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ საქმე პოლიტიზებულია.
„მცდელობა რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ა.შ.“ – აღნიშნა მელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და ჩაინიშნეს შემდეგი სხდომის თარიღი. მორიგი სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართება და დაიკითხებიან ბრალდების მოწმეები.
საქმის დეტალები
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
კარტოგრაფების საქმეში ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით ერთვება
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
ამჟამად ბრალდებულები მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლოს მიერ გირაოთი არიან გათავისუფლებული და მათ ქვეყნის დატოვება აქვთ აკრძალული.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
ყველა ახალი ამბავი
0