https://sputnik-georgia.com/20211013/kaladze-tbilservisis-avtoparki-ganaxldeba-260513516.html
კალაძე: „თბილსერვისის“ ავტოპარკი განახლდება
კალაძე: „თბილსერვისის“ ავტოპარკი განახლდება
Sputnik საქართველო
კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანიებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და დედაქალაქს სპეცტექნიკა 8-10 თვის განმავლობაში გადმოეცემა. 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T16:49+0400
2021-10-13T16:49+0400
2021-10-13T21:37+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/72/239397212_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6ed68f49df89712de34e213544329faf.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ახლო მომავალში 67 ერთეულ ნაგავმზიდსა და 7 ერთეულ ქუჩის მექანიკურ დამგველს, ე.წ. სვიპერს შევიძენთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები უკვე დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიებიც. პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, სპეცტექნიკა დედაქალაქში რვა-ცხრა თვეში შემოვა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 15 მლნ ევროა.ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მომავალში იგეგმება დამატებით 65 ერთეული ტექნიკის, მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 მანქანის შეძენა.ამ დროისათვის თბილისს 120 ნაგავმზიდი ემსახურება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23939/72/239397212_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_2251a8771df32edb2e3eb757a3638402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია
კალაძე: „თბილსერვისის“ ავტოპარკი განახლდება
16:49 13.10.2021 (განახლებულია: 21:37 13.10.2021) კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანიებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და დედაქალაქს სპეცტექნიკა 8-10 თვის განმავლობაში გადმოეცემა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ახლო მომავალში 67 ერთეულ ნაგავმზიდსა და 7 ერთეულ ქუჩის მექანიკურ დამგველს, ე.წ. სვიპერს შევიძენთ,
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები უკვე დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიებიც. პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა.
„2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ გარკვეული პროექტების განხორციელებას. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სპეცტექნიკა დედაქალაქში რვა-ცხრა თვეში შემოვა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 15 მლნ ევროა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მომავალში იგეგმება დამატებით 65 ერთეული ტექნიკის, მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 მანქანის შეძენა.
ამ დროისათვის თბილისს 120 ნაგავმზიდი ემსახურება.