რატომ არ დაესწრო ანუკი არეშიძე დემნა გვასალიას ჩვენებას – დიზაინერი ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
გამოწერა
დიზაინერმა და კახა კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბერს Balenciaga-ს ჩვენებას ვერ დაესწრო, მხოლოდ ათი დღის შემდეგ, 12 ოქტომბერს გაავრცელა. მან ეს ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ატვირთა.
არეშიძის „სთორები“ დაემთხვა იმას, რომ 11 ოქტომბერს Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. გაჩნდა ვარაუდები, რომ შესაძლოა, ანუკი არეშიძის ეს ქმედება სწორედ იმას მიანიშნებდეს, რომ მან ამ ფორმით დემნა გვასალიას მისამართით პროტესტი გამოხატა.
მოგვიანებით ანუკი არეშიძემ Instagram-მომხმარებელთან საუბრისას ჩვენების გაცდენა იმით ახსნა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ტარდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0