ჯაჭვებისა და ბლოკების მსხვრევა: ჩრდილოკორეულმა სპეცრაზმმა ლიდერს სანახაობა მოუწყო – ვიდეო

გამოწერა
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში სამხედრო გამოფენის გახსნაზე სპეცდანიშნულების რაზმმა თავისი უნარები წარმოადგინა და ქვეყნის ლიდერის მოწონება დაიმსახურა.
ჩრდილოკორეელმა მებრძოლებმა ადგილობრივი საბრძოლო ხელოვნება ტაიკვანდოს ზედმიწევნით ფლობა წარმოაჩინეს. ისინი მაყურებლების თვალწინ შიშველი ხელებით ამტვრევდნენ ბეტონის ფილების გროვებს, შუშის ნამსხვრევებსა და ლურსმნებზე დაწოლილები იოლად იტანდნენ მუცელზე დადებული ბეტონის უროთი მტვრევას, გლეჯდნენ რკინის ჯაჭვებს, თავებით ამსხვრევდნენ ბლოკებს.
ვიდეოკადრებზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან კმაყოფილი დარჩა სანახაობით და აღტაცებული იღიმება.
ყველა ახალი ამბავი
0