„ვენსანმა მუსიკოსები დაიქირავა“ – ვენსან კასელის რომანტიკული სიგიჟე ტინა კუნაკისთვის

© photo: Sputnik / Asatur Yesayants / გადასვლა მედიაბანკშიტინა კუნაკი და ვენსან კასელი
ტინა კუნაკი და ვენსან კასელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ცეცხლოვან წყვილადაა აღიარებული. ახლახან 24 წლის მოდელი ELLE-ს გამოცემის სტუმარი გახდა და გლამურულ ჟურნალს საინტერესო ინტერვიუც მისცა.
კითხვაზე, თუ რა რომანტიკული სიგიჟე ჩაუდენია ვენსანს მეუღლისთვის, ტინამ საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა.
„წმინდა ვალენტინის დღეს ვენსანმა მუსიკოსები დაიქირავა, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრებთან მიმღეროდნენ, სიმღერა კი სპეციალურად ჩემთვის იყო დაწერილი“, – ამბობს ტინა.
წლის დასაწყისში ვენსანი და ტინა ფრანგული ბრენდის The Kooples ამბასადორები გახდნენ და არაერთ შთამბეჭდავ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
წყვილის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის ზაფხულში გახდა, როდესაც ისინი კუნძულ იბიცაზე ისვენებდნენ. 2018 წლის 24 აგვისტოს ვენსან კასელი და ტინა კუნაკი დაქორწინდნენ, იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ.
მათ საერთო შვილი - 2 წლის ამაზონი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ამაზონის ტყის დიდი ნაწილი ბრაზილიაშია, სადაც წყვილს სახლიც აქვს. სავარაუდოდ, პატარას სახელიც სწორედ მათ საყვარელ ადგილს უკავშირდება.
კასელისთვის ეს მესამე შვილია, მას უკვე ჰყავს ორი გოგონა მსახიობ მონიკა ბელუჩისთან.
ყველა ახალი ამბავი
0