https://sputnik-georgia.com/20211011/saqartveloshi-mozardebis-vaqciancia-iwyeba-260426872.html
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია იწყება
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია იწყება
Sputnik საქართველო
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა ვაქცინაციაც ნებაყოფლობითია. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T11:17+0400
2021-10-11T11:17+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397105_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_7422aa9ae491bf49052a282dc851316c.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეიდან 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება.ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩაერთვებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები. ჯანდაცვის უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ მოზარდების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას.„ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ფართო ვაქცინაცია დაიწყო, ჩვენ პირველ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე შევჩერდით", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.მისი თქმით, 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მშობლების სურვილის მიხედვით მოხდება.საქართველოში ამ ეტაპზე 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ით ხორციელდება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ. AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20211008/eqimebis-wamaxalisebeli-sistema-iwyeba-260343202.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252397105_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_65ec533eeaa48e97c086cf026f5ed176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, covid-19
საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია იწყება
11:17 11.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა ვაქცინაციაც ნებაყოფლობითია.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში დღეიდან 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება.
ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩაერთვებიან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები. ჯანდაცვის უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ მოზარდების ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას.
„ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ფართო ვაქცინაცია დაიწყო, ჩვენ პირველ ეტაპზე ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე შევჩერდით", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია მშობლების სურვილის მიხედვით მოხდება.
საქართველოში ამ ეტაპზე 16 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ით ხორციელდება. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება Sinopharm-ს, Sinovac-სა და Pfizer-ს შორის შეუძლიათ. AstraZeneca-ს პრეპარატი ხელმისაწვდომია მხოლოდ 45 წელს ზემოთ პირებისთვის.