საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კოსოვოსთან მატჩის წინ დიდი პრობლემები აქვს

© Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო–კოსოვოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა.
კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. მას სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნები აქვს.
ჩაკვეტაძის გარდა, საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, მატჩის გამოტოვება მოუწევს გიორგი მიქაუტაძესაც, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან.
სანამ ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების ლიდერებს - ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართა.
თავის Facebook-გვერდზე არველაძემ განათავსა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ფოტო წარწერით „რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!“
თუმცა ხვალინდელ მატჩში არველაძის თხოვნის შესრულებას მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია ეცდება.
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: „კოსოვო ძლიერი გუნდია, ფეხბურთელები მთელი გულით თამაშობენ“
საქართველოს ნაკრების გაფართოებული 21 კაციანი შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ ასეთია:
მეკარე: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლაზარე კუპატაძე
დაცვა: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, საბა ხვადაგიანი
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, ვაკო გვილია, ლადო მამუჩაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია.
ძირითად თერთმეტეულს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი უახლოეს მომავალში დაასახელებს.
შოთა არველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
შოთა არველაძე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ლიდერებს მიმართავს
შესარჩევი ციკლის 6 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს (გასვლითი თამაში საბერძნეთთან 1:1) და В ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კოსოვოსთან მატჩის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო, რიგით მე-8 მატჩს 11 ნოემბერს შვედეთის წინააღმდეგ შინ გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0