სახიფათო „წყვილები“, რომელთა ერთად ჭამა არ შეიძლება: ექიმი ასახელებს პროდუქტებს

© Pixabay / derneuemannტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პროდუქტების კარგად ცნობილი ზოგი „წყვილი“, რომლებსაც უმეტესობა ბავშვობიდან მიირთმევს, რეალურად არ შეიძლება, რომ ერთად მივიღოთ, აცხადებს ექიმი-დიეტოლოგი ელენა სოლომატინა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.
პომიდვრის სალათა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2020
მიირთვით ცალ-ცალკე: ცნობილი შეფ-მზარეული არათავსებად პროდუქტებს ასახელებს
მისი თქმით, ადამიანების უმეტესობა კერძის მომზადებისას უპირველესად იმას ცდილობს, რომ საუზმე, სადილი თუ ვახშამი გემრიელი იყოს. ხოლო იმაზე, რამდენად თავსებადია გარკვეული პროდუქტები, მხოლოდ ერთეულები ფიქრდებიან. არადა, ბავშვობიდან ჩვეული ზოგი „წყვილი“ დისკომფორტს იწვევს.

„ბევრი ცუდად იტანს ხორცს კარტოფილთან ან მაკარონთან ერთად. ამას ახსნა აქვს: ხორცი არის ის პროდუქტი, რომელიც კუჭში მუშავდება და ამ პროცესისთვის მარილმჟავა სჭირდება, ხოლო სახამებლიანი პროდუქტები ძირითადად ნაწლავებში გადამუშავდება და კუჭში საქმე აღარ აქვს. თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს, ის პელმენსაც ვერ შეჭამს“, — ამბობს ექიმი.

ხაჭოს დესერტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები
მისი თქმით, ისეთი ჩვეული „წყვილიც“ კი, როგორიცაა რძიანი ყავა, შესაძლოა ასევე საფრთხის შემცველი იყოს მონელებისთვის.
„თუ ერთ ფინჯან რძიან ყავას დალევთ, არაფერი მოხდება. ხოლო დიდი რაოდენობის შემთხვევაში ყავა, ისევე, როგორც მაგარი ჩაი, რძის ცილებს დაუკავშირდება და ეს მონელებას გააძნელებს“, — განმარტავს დიეტოლოგი.
გარდა ამისა, სპეციალისტი ბევრს ასევე არ ურჩევს კიტრისა და პომიდვრის ერთად ჭამას, თუმცა, მისი თქმით, ეს მაინც ინდივიდუალურია, ვინაიდან ასეთ სალათს „ადეკვატური რაოდენობით ბევრი მიირთმევს და მაინც მშვენივრად გრძობს თავს“.
ყველა ახალი ამბავი
0