https://sputnik-georgia.com/20211011/raribasvili-saqartevlo-somxeti-azerbaijani-axali-platforma-260443888.html
თბილისს დიდი როლი აკისრია: ღარიბაშვილი საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე
თბილისს დიდი როლი აკისრია: ღარიბაშვილი საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მედიაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T16:51+0400
2021-10-11T16:51+0400
2021-10-11T19:36+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259890733_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_36d7a43aea26af0a02de1ca7598fa40b.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის აუცილებელია ახალი რეგიონული პლატფორმის შექმნა, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.მთავრობის მეთაურმა ვიზიტი სომხეთში წარმატებულად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მედიაციის პროცესში.ღარიბაშვილის თქმით, მედიაციის წარმატებული პრეცედენტი გვქონდა ივნისში, როდესაც საქართველოს შუამდგომლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა სომეხი ტყვეები, ხოლო აზერბაიჯანმა ერევნისგან დანაღმული ველების რუკები მიიღო.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მომავალშიც აქტიურად შეასრულებს შუამავლის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.ივნისის შუა რიცხვებში ქართული მხარის დახმარებით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა დანაღმული ველების რუსების სანაცვლოდ.მთავრობის მეთაური ამ პროცესში პირადად ეკონტაქტებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
https://sputnik-georgia.com/20210512/Tbilisi-mzadaa-baqosa-da-erevans-Soris-molaparakebis-platformad-iqces-251714547.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259890733_169:0:1230:796_1920x0_80_0_0_9a1f92b26e7fcd7602eaa7b891756d92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია
პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია
თბილისს დიდი როლი აკისრია: ღარიბაშვილი საქართველო–სომხეთი–აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე
16:51 11.10.2021 (განახლებულია: 19:36 11.10.2021) ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მედიაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის აუცილებელია ახალი რეგიონული პლატფორმის შექმნა, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.
მთავრობის მეთაურმა ვიზიტი სომხეთში წარმატებულად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მედიაციის პროცესში.
„სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მოგეხსენებათ, ჩემი ინიციატივაა, დავიწყოთ რეგიონში თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, სამი ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს, ჩვენ გვაკისრია დიდი როლი“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
ღარიბაშვილის თქმით, მედიაციის წარმატებული პრეცედენტი გვქონდა ივნისში, როდესაც საქართველოს შუამდგომლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა სომეხი ტყვეები, ხოლო აზერბაიჯანმა ერევნისგან დანაღმული ველების რუკები მიიღო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მომავალშიც აქტიურად შეასრულებს შუამავლის როლს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ივნისის შუა რიცხვებში ქართული მხარის დახმარებით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა დანაღმული ველების რუსების სანაცვლოდ.
მთავრობის მეთაური ამ პროცესში პირადად ეკონტაქტებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.