„ოსკარის“ კანდიდატ ფილმს საქართველო ხვალ წარადგენს: რომელი ფილმები იბრძვიან პრემიისთვის

„ოსკარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
სპეციალური კომისიისთვის შორტ-ლისტიდან ფილმების დახურული ჩვენება ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება. „ოსკარის“ კანდიდატი ფილმის სახელი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ამერიკული კინოპრემია „ოსკარის“ კონკურსის ნომინაციაში „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“ მონაწილეობისთვის კანდიდატ ფილმს სამშაბათს, 12 ოქტომბერს გამოაცხადებს.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკული კინოპრემია „ოსკარისთვის“ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების შერჩევა 1 სექტემბერს გამოაცხადა. შედეგად კონკურსის შორტ-ლისტში სამი ფილმი მოხვდა:
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
„პერსონა #2“ – რეჟისორი ნინო ბასილია
„მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი
წარმოდგენილი ფილმებიდან სპეციალური კომისია უძლიერესს ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
კონკურსის კომისიაში არიან: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია, თამთა გაბრიჩიძე.
სპეციალური კომისიისთვის ფილმების დახურული ჩვენება ეროვნული არქივის კინოდარბაზში 12 ოქტომბერს გაიმართება. „ოსკარის“ კანდიდატი ფილმის სახელი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0